"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ლორან ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ აპირებს, - იტყობინება As-ი.

"ბარსას" წყარო გამოცემას ატყობინებს, რომ ფრანგი სპეციალისტის მიწვევა მათ გეგმებში არ შედის და გუნდი ამჟამად სრულად კონცენტრირებულია ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩზე.

კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ერიკ აბიდალი ბლანს არ დაკავშირებია.

ბლანი "ბარსელონაში" 1996-1997 წლებში თამაშობდა. მან პსჟ-ის მწვრთნელის პოსტი 2016 წელს დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსელონა და სწორი გადაწყვეტილების განხილვა?ამათ კლუივერტი,ხავი და ხოაკინ კაპაროსი უნდა განიხილონ ან სულაც ხუანდე რამოსი.მეტს ვერ სწვდება ამათი ფანტაზია.რას უწუნებენ ბლანს?ან მარტო ბლანი ხომ არაა,პოჩეტინიოს რატომ არ განიხილავენ?ან სულაც მონაკოს ლეონარდო ჟარდიმი.ყოველ შემთხვევაში კლუივერტზე,ხავიზე,ვალვერდეზე და სეტიენზე ერთად აღებული გაცილებით კვალიფიციური სპეციალისტია ეს ჟარდიმი და ბლანიც.
Master
16:57 25-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული