"ვეცდებით, ახალი სეზონიდან ორივე ლიგაში სტადიონებზე ბუნებრივი საფარი იყოს"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გიორგი ზურაბიშვილის გადაცემაში სიახლე გააჟღერა, რომელიც ინფრასტრუქტურას ეხება:

"ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო სეზონში როგორც ეროვნულ ლიგაში, ისე ეროვნულ ლიგა 2-ში აბსოლუტურად ყველაზე სტადიონზე იყოს ბუნებრივი საფარი".

გარდა ამისა, სფფ-ის პრეზიდენტმა საბავშვო ფეხბურთზეც ისაუბრა:

"ამ წლის ბოლოს საბოლოო სახით გვექნება ბავშვთა ფეხბურთის კონკრეტული პროგრამა, თავის დაფინანსებით და ხელშეწყობით.

ასევე, სექტემბრიდან სკოლებში შევდივართ. საუბარია 1000-ზე მეტ საჯარო სკოლაზე. დამწყები კლასების მოსწავლეებისთვის აბსოლუტურად ხელმისაწვდომი, ანუ უფასო იქნება ფეხბურთზე სიარული". 

კობიაშვილმა ეროვნული ფორმატისა და ევროთასების ნაჩვენები
შედეგების შესახებაც ისაუბრა.

"კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია. მე ადრეც ვთქვი და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ ეს კრიტიკა სამართლიანია იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც ჩვენმა გუნდებმა დადეს ევროსარბიელზე.

აბსოლუტურად მიუღებული და კატასტროფული შედეგი იყო. ამას ნამდვილად არ ველოდი. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ეს რეალობაა და რაც მოხდა, მოხდა, ამას ვერ გამოვასწორებთ.

ფაქტია, რომ ეს კრიტიკა არის სამართლიანი და ამას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ, უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, იქიდან გამომდინარე, თუ რა უნდა შევცვალოთ და რა გვაქვს გასაკეთებელი, რომ მომავალში ეს აღარ განმეორდეს.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ფორმატთან დაკავშირებით. ისე გამოჩნდა, თითქოს ჩვენ როცა ახალი ფორმატი დავაანონსეთ და განვახორციელეთ, ეს მაინცდამაინც ევროთასებისთვის კეთდებოდა.

ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო ნამდვილად. დამეთანხმებით, რომ გაცილებით კომფორტულად არიან გუნდები, როდესაც 6 თვით ადრე იციან, რომ ევროთასებზე თამაშობენ, უფრო მომზადებულები ხვდებიან.

მარტო ფორმატი შეცვალო და ავტომატურად ევროთასებზე ხვდებოდე, ეგრე არ არის, კლუბებში უნდა მოხდეს სწორი მიმართულებით მუშაობა.

ფაქტი ის არის, რომ ვიღაცამ ეს ვერ გამოიყენა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მზად შეხვდებიან კლუბები ევროთასებს", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
"კაცზე იმის დბარალება შემოსავლის გამო გაუჩნდა სურვილი პრეზიდენტობის ან პარლამენტარობისო მინიმუმ ალოგიკურია და უნამუსობაც კი არი "-- არა ბიჭო სულ კანონშემოქმედებითი მუშაობა იზიდავდა კობიაშვილს და მიტომ დევს პარლამენტში ხოიცი? ფულის გულისთვისაა აბა რისთვისაა მაგი პარლამენტში შენ მითხარი.ჯერ ერთი 15 წლიანი ბუნდესლიგაში ყოფნა,არ ნიშნავს დიდ დანაზოგს.გააჩნია რომელ გუნდში ხარ.მეორეც ,გერმანიაში ოჯახით 15 წელი ოჯახთან ერთად ცხოვრება,იაფი არ ჯდება და მესამეც ეხლა თუ დაიწყო იმ დაგროვილი ფულის წამა კობიაშვილმა,პენსიამდე(20 წელი)დარჩენილ დროში ქე გამოჭამს და მერე ვინ არჩენს.ასე რომ ფულისტვისაა პარლამენტშიც და ფედერაციაშიც მოსული.ასეა ეს.
mamulo
20:28 01-08-2017
0
Vai Vai გეთანხმები, მართლა და მართლა საკმარისია ასეთი უაზრო ბრალდებები. სამწუხაროდ ჩვენთან ყველაფერი მოყვარულის დონეზეა. არაპროფესიონალიზმი არის გაბატონებული ყველა დონეზე. ფეხბურთელებში,მწვრთნელებში მენეჯმენტში (გუნდები მყავს მხედველობაში).პრესა და ჟურნალისტებიც მოიკოჭლებენ.პროფესიონალმა ჟურნალისტი რიგითი გულშემატკივრის პოზიციიდან არ უნდა გააშუქოს პრობლემა მათ მეტ ინფორმაციაზე უნდა ჰქონდეთ წვდომა.
გიორგი
20:42 01-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული