50 წლის ვეა ერთ-ერთია იმ 20 კანდიდატიდან, რომლებიც პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ. ვეა კენჭს "დემოკრატიული გარდაქმნების" კოალიციიდან იყრის.
ყოფილი ფეხბურთელი ერთხელ უკვე იბრძოდა პრეზიდენტობისთვის და პირველი ტურის შემდეგ პირველი ადგილიც დაიკავა, მაგრამ მეორე ტურში დამარცხდა.
ჟორჟ ვეა "მილანში" 1995-99 წლებში გამოდიოდა. ის ასევე თამაშობდა "მონაკოში", პსჟ-ში, "მარსელში", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტიში".
ლიბერიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 10 ოქტომბერს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)