ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" ევროპა ლიგის ჩემპიონს "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე კაზემირომ დანიელ კარვახალის პასის შემდეგ გახსნა. 52-ე წუთზე კი გარეთ ბეილის გადაცემის შემდეგ ისკომ სხვაობა ორამდე გაზარდა.
62- წუთზე ნემანი მატიჩის პასით რომელუ ლუკაკუმ სხვაობა შეამცირა.
ამ მოგებით "სამეფო კლუბმა" მეოთხედ შეძლო უეფას სუპერთასის მოპოვება. სულ კი "რეალმა" სუპერთასზე ამ მატჩის ჩათვლით 7-ჯერ ითამაშა.
"რეალი" გახდა პირველი გუნდი "მილანის"
აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედს" "რეალისთვის" ოფიციალურ შეხვედრაში 14 წელია არ მოუგია.