"როგორც კი მადურო მიბრძანებს, ვენესუელის თავისუფლებისთვის ჯარისკაცის ფორმას ჩავიცვამ. უნდა ვიბრძოლოთ იმპერიალიზმისა და იმათ წინააღმდეგ, რომლებსაც ჩვენი დროშების ხელში ჩაგდება სურთ. გაუმარჯოს ნამდვილ ვენესუელელებს და არა იმათ, რომლებიც მემარჯვენეებს შეეკვრნენ", - დაწერა ფეხბურთელმა, თუმცა, მოგვიანებით, ეს შეტყობინება წაშალა.
ვენესუელაში ამა წლის აპრილიდან გრძელდება არეულობები, შეტაკებების მსხვერპლი ასზე მეტი ადამიანი გახდა. ეს ყველაფერი ხდება მადუროსა და ოპოზიციის დაპირისპირების ფონზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"