ფრიდონ ინჯიას ინიციატივა: ჩავატაროთ ამიერკავკასიის თასი!

AutoSharing Option
მარტვილის "მერანის" პრეზიდენტ ფრიდონ ინჯიას აზრით, ქართულ ფეხბურთში ინვესტორების შემოყვანა შესაძლებელია, თუკი კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.

"ბევრი ბიზნესმენი ვიცი, რომელიც მზადაა, ფეხბურთში ფული დააბანდოს და კლუბს უპატრონოს, მაგრამ საამისოდ აუცილებელია, რომ პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს. ამის თაობაზე რამდენიმე პარლამენტართან ვილაპარაკე და ვიცი, რომ ასეთი ინიციატივის წინააღმდეგები არ არიან", - თქვა ინჯიამ სასტუმრო "ჰუალინგში" გამართულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXVII ყრილობაზე.

- სფფ-ის ყრილობა: უფასო ფეხბურთი, ვალები, პროექტები

მისი კიდევ ერთი ინიციატივა ახალი საფეხბურთო ტურნირის ჩატარებას ეხებოდა:

"ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ თხოვნით, თუ
არის შესაძლებელი, რომ ამიერკავკასიის თასის ჩატარების ინიციატორად გამოხვიდეთ. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენს საფეხბურთო ცხოვრებასაც გამოაცოცხლებს და მაყურებელს სტადიონზე დააბრუნებს. ხალხს ჩვენი მეზობელი ქვეყნების საუკეთესო გუნდებთან თამაშები მოენატრა.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა. ყველამ დაინახა, რომ ჩვენ საერთაშორისო ტურნირების კარგად ორგანიზების უნარი გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მაგ მეზობელი ქვეყნის გუნდები გვხვდება ხოლმე ევროთასებზე გვიტარებს +18-ს.
giga
10:52 15-08-2017
0
ლუქსენბურგს სუსტი გუნდები ჰყავს, მაგრამ არასოდეს მოსვლია თავში ბენილუქსის(ბელგია,ნიდერლანდი,ლუქსემბურგი) თასის გათამაშება შემოეღოთ! გაანებეთ ამ სსრკ-ს ნაწილ-ნაწილ აღდგენის მცდელობას თავი! ინჯია ყოფილი კომუნისტია და დავალებას ასრულებს!
დათო
13:10 15-08-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული