ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩი რუმინეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 4:7 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება რუმინეთში ფრედ 2:2 დასრულდა და შესაბამისად, ავთანდილ ასათიანის ნაკრები სლოვენიის საგზურის გარეშე დარჩა.

საპასუხო მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე რუმინელებმა გახსნეს, თუმცა ქართველებმა სწრაფადვე უპასუხეს და ორწუთიან მონაკვეთში, მე-6 და მე-7 წუთებზე, მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი ჯერ მურთაზ კაკაბაძემ გამოიჩინა, შემდეგ - არჩილ სებისკვერაძემ.

სებისკვერაძემ მე-12 წუთზე შორეული
დარტყმით დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ფერეირამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ტაიმის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი რუმინელებმა კიდევ ერთი გაგვიტანეს. ტაიმი ასეც დასრულდა - 3:3.

მეორე ტაიმის მეორე წუთზე რუმინელები წინ გავიდნენ, რასაც მალევე ნიკოლოზ კურტანიძემ გოლითვე უპასუხა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მოგება აწყობდა, შეუტია კიდეც, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო - სავიომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ამის შემდეგ რუმინელებმა კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს...
მკითხველის კომენტარები / 14 /
ის შავი კაცი ვინ იყო მაინც ვერ გავიგე
lasha
27 სექტემბერი 2017 11:51
0
სამწუხაროდ ქართველები პრინციპულ თამაშებს ვერ იგებენ ვერცერთ სპორტში.81 წლის მერე პრინციპული თამაშები არ მოგვიგია...
გია
27 სექტემბერი 2017 11:13
0
Am shemadgenlobas kargi specialisti chaukenon sataveshi da shedegs aucileblad miagweven
Es mwvrtneli dzalian sustia
Warmatebebi!
Gia
27 სექტემბერი 2017 01:59
0

სიახლეები პოპულარული