22:12 26-09-2017
ფუტსალი: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
საპასუხო მატჩში ანგარიში მეოთხე წუთზე რუმინელებმა გახსნეს, თუმცა ქართველებმა სწრაფადვე უპასუხეს და ორწუთიან მონაკვეთში, მე-6 და მე-7 წუთებზე, მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი ჯერ მურთაზ კაკაბაძემ გამოიჩინა, შემდეგ - არჩილ სებისკვერაძემ.
სებისკვერაძემ მე-12 წუთზე შორეული დარტყმით დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ფერეირამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ტაიმის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი რუმინელებმა კიდევ ერთი გაგვიტანეს. ტაიმი ასეც დასრულდა - 3:3.
მეორე ტაიმის მეორე წუთზე რუმინელები წინ გავიდნენ, რასაც მალევე ნიკოლოზ კურტანიძემ გოლითვე უპასუხა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა. საქართველოს ნაკრებს მხოლოდ მოგება აწყობდა, შეუტია კიდეც, მაგრამ გოლი საკუთარ კარში მიიღო - სავიომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. ამის შემდეგ რუმინელებმა კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს...
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
სამაგიეროდ ფედერაციამ, სპორტის სასახლემ და კიდევ ალბათ ტოტალიზატორშიც კაი ფული იშოვეს და ევროპა არც ყოფილა და ახლაც მოითმენს, იქ მაინც ასტრონომიული ანგარიშებით გაგვანადგურებდნენ. რავა ყველაფერ რეკლამირებულს და მოსაგებს ვასხამთ ყველა სპორტში, მე ეჭვიც არ მეპარებოდა რომ კაი დადგმული სპექტაკლივით იქნებოდა ყველაფერი და ისე კარგად აგიხდეთ კარგი რამ როგორც ჩვენი სპორტსმენები ამას ასრულებენ. გახსოვთ რამე ან ვინმე რომ ქართველი ფავორიტი ყოფილიყო და სერიოზული რამ მოეგოს. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ძალიან დამაფიქრებელი და მისახედი ამბავია. მე კი არც მიყურებია 3-2-ის მერე მივხვდი რომ თამაში გაკეთებული იყო ისედაც ნებისმიერ სპორტში თუნდაც ჭიდაობებში ფინალებს არც ვუყურებ თუ ქართველი ფავორიტია, ვიცი რომ უეჭველი გაასხამს და დააბრალეთ ახლა ეს ყველაფერი "შემთხვევითობას?". რატომღაც მარტო ქართველებს ებრძვის ეს შემთხვევითობა, დავიჯეროო???............!!!!!!!!!!!
2
1
ის შავი კაცი ვინ იყო მაინც ვერ გავიგე
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული