ერნან კრესპო და ოტო რეჰაგელი თბილისში ჩამოვიდნენ [PHOTO]

AutoSharing Option
არგენტინელი ერნან კრესპო, რომელიც "დინამო არენაზე" დღეს დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, უკვე თბილისშია. 42 წლის ფეხბურთელი საქართველოს დედაქალაქში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა.

- "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - გუნდების შემადგენლობა

თბილისში იმყოფება აგრეთვე 2004 წლის ევროპის ჩემპიონი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე გუნდს უხელმძღვანელებს.

სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დახვდნენ.

Sportall.Ge

საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილე სხვა ფეხბურთელებს თბილისში რამდენიმე საათში ელოდებიან.

მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. თამაში "დინამო არენაზე"
21:00 საათზე დაიწყება. სხვა მსოფლიო ვარსკვლავები თბილისში 16:30 საათზე ჩამოვლენ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული