"ჯორჯიანსი" "სლოვანთან" 0:7-ზე განადგურდა და გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
ომახიანად დაიწყო ფუტსალში უეფას თასზე თამაში თბილისის "ჯორჯიანსმა", პირველ ტურში ფავორიტი, ჰოლანდიის "კნოპუნტი" დაამარცხა (2:1), მაგრამ მე-2 ტურში პოლონეთის "რეკორდსთან" 0:1 წააგო, დღეს კი ბრატისლავას "სლოვანთან" განადგურდა (0:7).

მოკლედ, VI შესარჩევ ჯგუფში "კნოპუნტმა" და "სლოვანმა" თანაბარი, 6-6 ქულა მოაგროვეს, რეგლამენტის მიხედვით თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებულს ენიჭება და შემდეგ ეტაპზე ქართველების მიერ ძლეული ნიდერლანდელები გავიდნენ.

რაც შეეხება "ჯორჯიანსს", "რეკორდსივით" 3 ქულის ამარა დარჩა და რადგან პოლონელებთან მატჩი წააგო, ბოლო ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ბატონ ასათიანს ახლა მაინც აკადრებთ კრიტიკას, უდაბლესი დონის მწვრთნელია, მაგის ბრალია რუმინეთთან მარცხი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული