ჯორჯიანსი-რეკორდსი 0:1 - წავაგეთ, მაგრამ შანსი რჩება [VIDEO]

AutoSharing Option
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა "სტუ-თელასმა", რომელიც უეფას თასის გათამაშებაში "ჯორჯიანსის" სახელით გამოდის, VI შესარჩევ ჯგუფში მეორე მატჩი პოლონურ "რეკორდსთან" გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩი პოლონელების უპირატესობით დაიწყო და პირველ ხუთ წუთში საქართველოს ჩემპიონის მეკარე ჯაბა ჯამბურიას 15(!) შეტევის მოგერიება მოუხდა. ჩვენებიდან კი გოლის გატანას კახა მაისაია, მურთაზ კაკაბაძე და ნიკა კურტანიძე ცდილობდნენ...

მატჩის ბედი პოლონეთის ნაკრების წევრის, მიხალ კუბიკის ერთადერთმა ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა. ეს მე-17 წუთზე მოხდა.



მანამდეც და მერეც ორივე გუნდი ბევრს ეცადა, კორექტივები შეეტანა ანგარიშში, მაგრამ ამისგან არაფერი
გამოვიდა. არადა, საქართველოს ჩემპიონმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო და კურტანიძის, შოთა თოფურიასა და გია სოზაშვილის შეტევების შემდეგ პოლონელები მეკარემ გადაარჩინა.

ბოლო წამებზე შეტევის დაგვირგვინებას ჩვენი გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი ცდილობდა, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო გამოდგა.

მარცხის მიუხედავად, ჯგუფის მეორე შეხვედრამ ყველაფერი საჩვენოდ დააწყო: ჰოლანდიურმა "კნოპუნტმა" (რომელსაც "ჯორჯიანსმა" პირველ ტურში მოუგო), მასპინძელი "სლოვ მატიკი" 6:4 დაამარცხა და ბოლო ტურის წინ ყველა გუნდს 3-3 ქულა დაუგროვდა. შესაბამისად, ელიტრაუნდში გასვლის (მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის) შანსს ოთხივე გუნდი ინარჩუნებს.

ფუტსალი. უეფას თასის შესარჩევი ეტაპი. VI ჯგუფი. II ტური
11.10.2017. ბრატისლავა. ინტერ ჰოლი
ჯორჯიანსი-რეკორდსი 0:1

გოლი: 0:1 კუბიკი (17)
ჯორჯიანსი: ჯამბურია - ნიყვაშვილი, თოფურია, კაკაბაძე, კურტანიძე - გაბუჩია; ბუკია, შელეგია, ჭუმბურიძე, ასათიანი, სოზაშვილი, ბოკერია, კობაიძე, მაისაია.
მოთამაშე-მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი.

კნოპუტნი-სლოვ მატიკი 6:4

11 ოქტომბერი
ჯორჯიანსი-სლოვ მატიკი
კნოპუნტი-რეკორდი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვ მატიკი 1 1 0 1 9-8 3
2. კნოპუნტი 1 1 0 1 7-6 3
3. ჯორჯიანსი 1 1 0 1 2-2 3
4. რეკორდი 1 1 0 1 3-5 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული