შეგახსენებთ პირველი შეხვედრა "საბურთალომ" ბურსაში 1:0 მოიგო.
შეხვედრასთნ დაკავშირებით, "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელს რევაზ გოცირიძეს ვესაუბრეთ.
- როგორ ემზადება "საბურთალო" "ბურსასფორთან" მატჩისთვის და რა მოლოდინები გვაქვს ხვალინდელ მატჩში?
- ოთხი დღეა ვემზადებით ამ თამაშისთვის, შეკრებაზე ვართ გადასული. განწყობა საბრძოლოა, რომ დავამარცხოთ "ბურსასფორი" და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. მაგრამ თუ რა მოხდება, დანარჩენს ხვალინდელი თამაში გვაჩვენებს.
- ხვალისთვის, როგორ ტაქტიკაზე
- ხვალინდელი თამაშისთვის დაბალანსებულ ტაქტიკას ავირჩევთ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. შევეცდებით დაცვით ზონაში ყურადღებით ვიყოთ, ხოლო როცა შეტევაში ვიქნებით, მიზანია ბურთს ვაკონტროლებდეთ, როგორც "საბურთალოს" სჩვევია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი გუნდით შეტევაში გავიქცევით და დაცვას ყურადღებას არ მივაქცევთ.
- რაიმე დანაკლისი ხომ არ არის გუნდში?
- დანაკლისი არ გვაქვს, ყველა ჯანამრთელადაა და ემზადება თამაშისთვის.
- წინა მატცში მთავარი პრობლემა მსაჯთან დაკავშირებით იყო...
- ზოგადად მსაჯებზე ლაპარაკი არ მჩვევია და ეს ჩემი საქმეც არ არის. მატჩის დელეგატი მიუთითებდა იმ მსაჯებს რა პრობლემები იყო და როგორ იმსაჯეს.
- გულშემატკივრებს რას ეტყოდით?
- აუცილებლად ველით ქომაგისგან მხარდაჭერას. ვფიქრობ, რომ ჩვენი პატარა "პეტრო არენა" გაივსება და იქნება სათანადოდ გულშემატკივრობა.