101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კლუბის პრესსამსახურის გავრცელებული ფოტოებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური მოედნის შემდეგ, ანგისას კომპლექსის მთავარ არენაზე ბუნებრივი საფარის დაგება დაიწყო.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი უკვე მეორე კვირაა, ბათუმის "დინამო" ვარჯიშობს...

ბათუმის "დინამო" მომავალი სეზონიდან საშინაო შეხვედრებს საკუთარ ბაზაზე ჩაატარებს, რომელიც 1500 მაყურებელს დაიტევს და ტრიბუნა მხოლოდ ერთ მხარეს იქნება.

წმინდა საფეხბურთო არენის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და განათების სისტემაც დამონტაჟდება, თამაშები საღამოს რომ ჩატარდეს. ანგისის ბაზას სამშენებლო კომპანია "ენერგოსექტორმშენი" აშენებს.

Sportall.Ge

ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ბათუმის
"დინამოს" სტადიონის მშენებლობას უკავშირდება.

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და "ლელო" ამაზე წერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი უნდა წამოჭიმოს, რომელიც უეფას მე-4 კატეგორიას დააკმაყოფილებს - ამ კატეგორიის სტადიონი კი საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამო არენაა".

ტენდერში გათვალისწინებული პირობების თანახმად, კომპანიამ სტადიონი 2020 წელს უნდა ჩააბაროს, მანამდე კი ბათუმელები მატჩებს ისევ "რაგბი არენაზე" გამართავენ.

სატენდერო მონაცემებში იყო ციფრი, რომ სტადიონის მშენებლობის ღირებულება 101 მილიონი ლარი დაჯდება და თავიდან ეს შეცდომა გვეგონა. აქამდე იყო დასახელებული 40 მილიონი, 20 მილიონი, მაგრამ 101 - პირველად.

არანაირი შეცდომა - სატენდერო ღირებულება მართლაც 101 მილიონი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას აუცილებელი პირობა ტრიბუნების გადახურვა და მეორე სათადარიგო სტადიონის მოწყობაც გახლავთ, რაც იაფფასიანი სიამოვნება ვერ იქნება. მაგრამ 101 მილიონი ლარი მაინც ძალიან დიდი ციფრია.

ბლოგერი ზაზა ახალაია კი თვლის, რომ 20-ათასიანი სტადიონის აშენება საქართველოში გაუმართლებელია.

"ეროვნული ჩემპიონატისთვის აუცილებელია თითოეული მატჩის საჭირო დონეზე "შეფუთვა", სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო და შესაბამისი სატელევიზიო სურათი რომ იყოს. 100 მილიონად კი შესაძლებელია 2-3 თანამედროვე სტადიონის აშენება და ეროვნული ჩემპიონატის "სახის" გაუმჯობესება.

არგუმენტად მოჰყავთ, რომ სსრკ-ის დროს ბათუმის "დინამოს" სტადიონზე დასწრება 15-20 ათასი იყო. მაშინ, ფაქტობრივად, სხვა გართობა-სანახაობა არ არსებობდა და უცხო ქვეყნის საფეხბურთო კლუბების თამაშების ხილვის საშუალება არ იყო. თან ბათუმის "დინამოს" კარგი დასწრება ჰქონდა, რადგან სსრკ-ის ჩემპიონატის პირველ ლიგაში სხვა რესპუბლიკის, სხვა ერის კლუბს უპირისპირდებოდა.

20-ათასიანის კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ბათუმში ეროვნული ნაკრების თამაშები გაიმართება. ეროვნული გუნდი წელიწადში შინ 3-5 შეხვედრას ატარებს და აქედან შეიძლება ერთი-ორი გადაიტანო. ბათუმის "დინამო" კი სეზონში შინ ეროვნული ჩემპიონატის და თასის მაქსიმუმ 20-25 შეხვედრას ატარებს და ამ მატჩებზე რატომ არ უნდა იყოს საფეხბურთო "ატმოსფერო" ანშლაგით?! ბათუმისთვის 12-13-ათასიანი სტადიონი სრულიად საკმარისი იქნებოდა, ხოლო დაზოგილი თანხით ამდენივე ტევადობის არენა ქუთაისშიც აშენდებოდა (21-ე საუკუნეში ქვეყნის სირცხვილია ქუთაისში არსებული სტადიონი) და თანხა პატარა 3-4-ათასიანისთვისაც დარჩებოდა - 100 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი იქნებოდა და კიდევ დარჩებოდა.

სლოვენიური "მარიბორის" სტადიონი 12-ათასიანია, ბელარუსული ბატე-სი - 13,500-ს იტევს, კიშინიოვში მშვენიერი 10-ათასიანი სტადიონია. ტევადობის განსაზღვრისას მთავარია ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე საშუალო დასწრება და იქედან გამომდინარე აშენებენ, რომ თითოეულ (!) მატჩზე ანშლაგთან ახლოს იყოს დასწრება სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფეროსა და სატელევიზიო სურათისთვის", - წერს ახალაია.

მკითხველის კომენტარები / 88 /
ვისაც არ გსიამოვნებთ ბათუმში მოედნის მშენებლობა იალბუზზე ადით და იქედან გამოექანეთ
Achi beridze
29 ოქტომბერი 2017 08:26
7
შეხედე ერთი რა ამბავია აქ!!! 15 წელია რო ბათუმი სტადიონის გარეშეა ეგ არაფერია ხო??? ნუ სკდებით ერთ ადგილზე.... ზუსტადაც საჩიროა რო აშენდეს ესეთი სტადიონი ბათუმში. და დიდი მადლობა მთავრობას თუ რეალურად შეასრულებენ დაპირებას. თურმე არაა ბათუმი მაგის გირსი... ოხ თქვე შურიანებო!! ამ სტატიის დამწერი დამაჩერია ბათუმში..... გიხაროდეთ რო რაგაც კეთდება!!
shuris dedac....
29 ოქტომბერი 2017 02:08
7
რა თქმა უნდა 100 ათასი ძალიან ბევრია და ბევრიც მოტყდება. არ სჭირდება ბათუმს ამხელა სტადიონი. დაბალ ფასიანი და სტანდარტების მოთხოვნების სტადიონების მზა პროექტებიც არსებობს მესამედ ფასში. საერთოდ ვფიქრობ და ადრეც გამომითქვამს აზრი, რომ მაგალითად თბილისშიც უნდა განაწილდეს გუნდები სხვადასხვა დიდ უბნებში და აშენდეს უბნებში 5-დან 10 ათასამდე ტევადობის სტადიონები. ხალხიც სიამოვნებით მივა თავისი უბნის გუნდის თამაშზე, ახლოც იქნება და ინტერესიც გაიზრდება. საბურთალო თამაშობს დიღომში. ლოკომოტივი ვაკეში. დინამო ეროვნულზე, რომელიც სულ ცარიელია და ასე დარჩება. დამერწმუნეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატზე დინამოს თამაშზე არავინ არ მივა საღამოა 8 საათზე არც გლდანიდან, არც ვაზისუბნიდან, არც საბურთალოდან და არც სხვა მოშორებული უბნებიდან. დიდუბიდან , ნახალოვკიდან და პლეხანოვიდან აღარ დადიან და მით უმეტეს შორიდან არ შეიწუხებენ თავს. სულ სხვაა ნაკრების თამაში. ეს უკვე საერთო ეროვნულია. ამიტომ უნდა გაკეთდეს პატარა, კოხტა , დაბალფასიანი სტანდარტების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი საუბნო სტადიონები!!! საუბნო გუნდებისათვის, როგორც ლონდონშია დაახლოებით ისე. პერიფერიებში თითო გუნდია და იქ მაყურებელი ყოველთვის იქნება, მაგრამ მეტის მეტიც არ შეიძლება 20 ათასი კაცი ბათუმში მივა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე. თუმცა იქამდე ჯერ ძალიან შორია. მანამდე ალბათ ლიგასაც გადააკეთებენ.
mvx
29 ოქტომბერი 2017 01:16
3
მართალს ამბობს ეს კაცი და დაუჯერეთ, გაითვალისწინეთ ვისაც ხელგეწიფებათ.
sos
24 ნოემბერი 2017 21:11
0
რას ეჭიდავებით არა ქუთაისი,არა ბათუმიო,ორივე ქალაქაში აშენდეს ,ორივე ჩემია და მიყვარს თავისი სილამაზით და ულამაზესი ხალხით,ორივეს წარმატება მიხარია და ცუდი ორივესი მტკივა საშინელი ტკივილით და არამარტო ქუთაისის და ბათუმის არამედ მთლიანად ჩემი საყვარელი სამშობლოსი,ყველამ გაიხარეთ და გაილაღეთ.
nukri basilaze
28 ოქტომბერი 2017 21:04
2
ეგ თანხ ბათუმსაც ეყოფა 12-13000 იანი სტადიონისათვის,ქუთაისსაც,ფოთსაც და კარგი სპორტული ბაზებიც მოეწყობა კომპლექსში,სამივეგან.მაგრამ ფული ვიღამ ჭამოს?.
სოსო
29 ოქტომბერი 2017 09:22
4
4-5 რაღაცა დონის სტადიონს სჯობია ერთი და გრანდიოზული, რომელიც ყურადღებას მიიქცევს. იყოს ასეთი სტადიონი ბათუმში, ეს დასაწყისი იყოს, შემდეგი კი ქუთაისში იყოს მსგავსი ზომის და დონის სტადიონი. რაც შეეხება პატარა სტადიონებს, უნდა აშენდეს საქართველოს დანარჩენ პატარა ქალაქებში. უნდა მოეხსნას საქართველოს ჩემპიონატს დაფინანსება, ეს თანხები უნდა წავიდეს მცირე სტადიონებისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში, უცხოური მწვრთნელების, ფიზ. მომზადების მწვრთნელების და არსებული ქართველი მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაში.
ლევანი
29 ოქტომბერი 2017 08:39
3
ყველა გამოხმაურება
გაივსო ქალაქი ამდენი სტადიონებით.........უფრო სწორად ტენდერებით:)მომავალი არჩევნებისთვის რამე სხვა ტენდერი,რომ მოიფიქროთ არა?ჩვენც გაგვიხარდება სიალე მერე რა,რომ ცარიელი ტენდერია.მაინც სიახლეს სხვა ეფექტი აქ:):)
lasha
28 ოქტომბერი 2017 20:42
2
ვიცით არ ვიცით ვლაპარაკობთ) ეს არის ჩვენი პრობლემა, ისე დარწმუნებით ამბობს ბლოგერი რო) გეგონება ქალაქის განვითარების ექსპერტტა დავმჯდომარეა, ბლოგერი :) ნუ პრინციპში შენ საქმეს კი აკეთებ..რამე ხომ უნდა დაწერო ისეთი განხილვის თემად რომ იქცეს...
ჩვენი პრობლემა
28 ოქტომბერი 2017 19:26
3
Amas ra unda ver gavige.titqos stadioni yovel wels shendebodes .aasheneben erts da kargsa da uqneba 1 saukune.stadioni saertod ra ar aris batumshi amaze kiar laparakobs tan ramdeni xani araa stadioni.am stadionze ragbis gundis tamashic sheizleba euroturnirebze da nakrebi saqartvelos marto fexburtshi ar yavs ragbshic gvyavs nakrebi.aseve arian asakobrivi nakrebebi.ase ro xmachaigde da imaze izrune ro martla ashendes eg stadioni da maqsimalurad daitvirtos nakrebis tamashebi iqneba es tu asakobrivi...ragbi iqneba tu fexburti...da tuar mova batumshi 15000 min mayurebeli mere atlikine ena...
Aba heee
28 ოქტომბერი 2017 18:59
4
ერთი რამ ვერ გავიგე - 15 ათას მაყურებელს რად უნდა 20 ათასიანი სტადიონი?
aba hooo
28 ოქტომბერი 2017 23:58
5
ააშენონ ქუთაისშიც ვინ უშლით, დღეს სამწუხაროდ ქუთაისმა დაკარგა ის ფუნქცია რაც ჰქონდა საბჭოტა კავშირის დროს და ეს ბათუმის ბრალი არ არის,ბათუმი რა სხვა ქვეყანა არის თუ რა არის, მთავარია ფეხბურთს დაადგეს საშველი და სტადიონი გაივსება,სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში შემოსავლიანიც იქნება
გოჩა
28 ოქტომბერი 2017 18:08
0
20000 მინიმუმ აუცილებელია, ორ წელში ამოიგებს მაგ ტანხას სტადიონი, ზაფხულში ფეხბურტის გარდა სხვა გონისდზიებიც მოიტანს ფულს
gaza
28 ოქტომბერი 2017 17:18
3
ბათუმს ნამდვილად სჭირდება ამ დონის სტადიონი. იმედია რეალურად განხორციელდება ეს პროექტი.
ლევანი
28 ოქტომბერი 2017 15:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული