101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კლუბის პრესსამსახურის გავრცელებული ფოტოებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური მოედნის შემდეგ, ანგისას კომპლექსის მთავარ არენაზე ბუნებრივი საფარის დაგება დაიწყო.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი უკვე მეორე კვირაა, ბათუმის "დინამო" ვარჯიშობს...

ბათუმის "დინამო" მომავალი სეზონიდან საშინაო შეხვედრებს საკუთარ ბაზაზე ჩაატარებს, რომელიც 1500 მაყურებელს დაიტევს და ტრიბუნა მხოლოდ ერთ მხარეს იქნება.

წმინდა საფეხბურთო არენის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და განათების სისტემაც დამონტაჟდება, თამაშები საღამოს რომ ჩატარდეს. ანგისის ბაზას სამშენებლო კომპანია "ენერგოსექტორმშენი" აშენებს.

Sportall.Ge

ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ბათუმის
"დინამოს" სტადიონის მშენებლობას უკავშირდება.

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და "ლელო" ამაზე წერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი უნდა წამოჭიმოს, რომელიც უეფას მე-4 კატეგორიას დააკმაყოფილებს - ამ კატეგორიის სტადიონი კი საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამო არენაა".

ტენდერში გათვალისწინებული პირობების თანახმად, კომპანიამ სტადიონი 2020 წელს უნდა ჩააბაროს, მანამდე კი ბათუმელები მატჩებს ისევ "რაგბი არენაზე" გამართავენ.

სატენდერო მონაცემებში იყო ციფრი, რომ სტადიონის მშენებლობის ღირებულება 101 მილიონი ლარი დაჯდება და თავიდან ეს შეცდომა გვეგონა. აქამდე იყო დასახელებული 40 მილიონი, 20 მილიონი, მაგრამ 101 - პირველად.

არანაირი შეცდომა - სატენდერო ღირებულება მართლაც 101 მილიონი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას აუცილებელი პირობა ტრიბუნების გადახურვა და მეორე სათადარიგო სტადიონის მოწყობაც გახლავთ, რაც იაფფასიანი სიამოვნება ვერ იქნება. მაგრამ 101 მილიონი ლარი მაინც ძალიან დიდი ციფრია.

ბლოგერი ზაზა ახალაია კი თვლის, რომ 20-ათასიანი სტადიონის აშენება საქართველოში გაუმართლებელია.

"ეროვნული ჩემპიონატისთვის აუცილებელია თითოეული მატჩის საჭირო დონეზე "შეფუთვა", სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო და შესაბამისი სატელევიზიო სურათი რომ იყოს. 100 მილიონად კი შესაძლებელია 2-3 თანამედროვე სტადიონის აშენება და ეროვნული ჩემპიონატის "სახის" გაუმჯობესება.

არგუმენტად მოჰყავთ, რომ სსრკ-ის დროს ბათუმის "დინამოს" სტადიონზე დასწრება 15-20 ათასი იყო. მაშინ, ფაქტობრივად, სხვა გართობა-სანახაობა არ არსებობდა და უცხო ქვეყნის საფეხბურთო კლუბების თამაშების ხილვის საშუალება არ იყო. თან ბათუმის "დინამოს" კარგი დასწრება ჰქონდა, რადგან სსრკ-ის ჩემპიონატის პირველ ლიგაში სხვა რესპუბლიკის, სხვა ერის კლუბს უპირისპირდებოდა.

20-ათასიანის კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ბათუმში ეროვნული ნაკრების თამაშები გაიმართება. ეროვნული გუნდი წელიწადში შინ 3-5 შეხვედრას ატარებს და აქედან შეიძლება ერთი-ორი გადაიტანო. ბათუმის "დინამო" კი სეზონში შინ ეროვნული ჩემპიონატის და თასის მაქსიმუმ 20-25 შეხვედრას ატარებს და ამ მატჩებზე რატომ არ უნდა იყოს საფეხბურთო "ატმოსფერო" ანშლაგით?! ბათუმისთვის 12-13-ათასიანი სტადიონი სრულიად საკმარისი იქნებოდა, ხოლო დაზოგილი თანხით ამდენივე ტევადობის არენა ქუთაისშიც აშენდებოდა (21-ე საუკუნეში ქვეყნის სირცხვილია ქუთაისში არსებული სტადიონი) და თანხა პატარა 3-4-ათასიანისთვისაც დარჩებოდა - 100 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი იქნებოდა და კიდევ დარჩებოდა.

სლოვენიური "მარიბორის" სტადიონი 12-ათასიანია, ბელარუსული ბატე-სი - 13,500-ს იტევს, კიშინიოვში მშვენიერი 10-ათასიანი სტადიონია. ტევადობის განსაზღვრისას მთავარია ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე საშუალო დასწრება და იქედან გამომდინარე აშენებენ, რომ თითოეულ (!) მატჩზე ანშლაგთან ახლოს იყოს დასწრება სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფეროსა და სატელევიზიო სურათისთვის", - წერს ახალაია.

მკითხველის კომენტარები / 88 /
101 მილიონი ბევრიაო,მერე იტყვიან სტადიონი რა საჭიროაო და რა მაინტერესებს როგორ გვინდა განვავითაროთ ერ.ჩემპიონატი? ყანაში ბურთაობით,რომ არ განვითარდება ვხდებით ალბათ. უნდა აშენდეს ესეც და ბევრი სხვაც.სახელმწიფომაც უნდა აშენოს და უფრო სასურველია კერძო ინვესტიცია. ფულის დახარჯვა არ გინდათ და დონის აწევის სურვილი კი გაქვთ. ჩემ.ლიგის თამაშს 3 ტელევიზია აჩვენებს ერთიდაიგივე თამაშს და ეროვნლ ჩემპიონატს საზ.მაუწყებელი და ეხლა ჩაერთო სილკიც. რამდენი ადამიანია ვისაც საქართველოს მსოფლიოზე და ქართული გუნდები რეგულარულად იყვენ თან არიან ისეთებიც ვისაც ფულიც ბევრი აქვთ,მარა კაცისშვილი არ დებს ფულს. დავიჯერო ისლანდიაში უფრო მეტი ტალანტი გაიზრდება ვიდრე ჩვენთან?! არც თქვენ არ ხარჯავთ და სხვა რომ ხარჯავს ისიც გაბოღმიანებთ. ყველა სპორტის სახეობაში უნდა ჩაიდოს ფული და მაგრად მაინტერესებს იგივე ნიუსი რაგბზე რომ ყოფილიყო რას იტყოდით? მე ვფიქრობ არც არაფერს და პირიქითაც იქნებოდა რეაქცია. კიდე ვამბობ ყველა სპორტის სახეობას უნდა მიხედვა მარა გაიძახით რაგბი რაგბიო და გავიყწდებათ ფეხბურთი სხვა დონეზეა და რაგბი სხვა დონეზე. ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ფიზ მომზადების არქონის გამო წავაგეთ თორე მთელ ტურნირზე უნიჭიერესი თაობა გვყავდა.არ აქვთ ამ ბიჭებს ხელშეწყობა საკუთარ გუნდებში,იმიტო რო გუნდებს ფული არ აქვთ.იძულებულნი არიან წავიდნენ საზღვარგარეთ იქ ნახონ გამოსავალი და ზოგი იკარგება და ესაა პრობლემა.დღეს ალბათ დინამო თბილისს აქვს რაღაც ფინანსები,რომ არ გაუშვას ეს ბიჭები(მადლობა ფიფიას) და ამით საქმეს არ ეშველება.
პ.ს. ეს ერთი და სხვა მრავალი სტადიონი. წარატებები ქართულ ფეხბურთს
shvelaqartulfexburts
30 ოქტომბერი 2017 07:47
3
ააშენონ ერთ რაღაცას აშენებენ და ამასაც აკრიტიკებენ დავიჯერო ეხლა დანარჩენ მსოფლიოში ყველაფერი იდელაურია არამგონია ასე რომ მსვენიერია მე მომწონს იმ პანორამასი არ იყოს რაც მეტი აშენდება მით უფრო უკეთესი არ არის ვერგავიგე ნუ ეძებთ კველაფერში ნაკლს
xxx
29 ოქტომბერი 2017 21:26
5
ააშენონ რა თქმა უნდა, ვინც აშენების წინააღმდეგია, იმას ქართული ფეხბურთი ნამდვილად არ ადარდებს. მაგრამ რაღაცას როცა აკეთებ, ტვინით უნდა აკეთო და არა ისე, სახელმწიფო ფულია და თქვენ რა გადარდებთო. ამ ფულად ორი-სამი უსტადიონო ქალაქის საუკეთესო სტადიონებით გაბედნიერება შეიძლებოდა და აჰა, ააშენონ, ნახავთ, ნახევრად (მეტად თუ არა) ცარიელი ტრიბუნებით რომ მოუწევთ ფეხბურთის თამაში. სადღაც თუ რაღაც წესრიგში არაა, იმას არ ნიშნავს, ელემენტარულად ტვინი არ დაატანო საქმის კეთებას.
კოტე
29 ოქტომბერი 2017 22:07
1
აქ რო ვკითხულობ ზოგიერთის ნააზრევს ივანიშვილის აშენებული საკონცერტო დარბაზის და მიმდებარე ბაღის მშენებლობის აღვირახსნილი კრიტიკა და ლამის დედის გინება მახსენდება აქაოდა ერთი ქარხანა აეშენებინა ამის აშენებასო.დდ მერე დაიწყო ხალხმა იქ სიარული კონცერტებზე და ის კრიტიკოსებიც გაიპარენ და დაიმალენ ეხლა სტადიონი რათუნდათ ოცი ათასიანიო აპა ის ჯობია ქუთაისის სტადიონი საროსკიპეს რო დაამგვანეს და გადაჭრილი კოჭივითაა ვისაც დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს იმასთან არცმაქ საქმე ახალგაზრდებს გეუბნებით ვისაც შენგელიას სულაქველიძის მაჩაიძის გაბელიას თამაში არ გინახავთ ტორპედოს გადავსებულ სტადიონზე ან ჯემალ ხერხაძის ჯარიმა არარატის კარში . და ოვაციისგან ლამის დანგრეული ტორპედოს სტადიონი სადაც გვერდიგვერდ იჯდენ ლანცხუთის სამტრეედის ზუგდიდის მცხოვრებლები და ფეხბურთის მოყვარულები ერთად ფეხბურთი ბიძია ბაბუა ისეთი თემაა აგიჟებს ხალხს და შედეგიდან გამომდინარე ჯამრთელობაზეც კი მოქმედებს და არამარტო ფეხბურთი ზოგადად სპორტი რათქმაუნდა ბათუმს უნდა ქინდეს ეგეთი კარგი სტადიონი ჩვენ ულამაზეს და უსაყვარლეს ქალაქს სხვათა შორის როცა დინამო ბათუმი საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში ეთამაშებოდა ტორპედოს იქ არათუ ოციათასი ქომაგი ბევრად მეტი მიდიოდა და სტადიონის გარეთაც ბევრვჯერ რჩებოდა მაყურებელი ბათუმს ესმის ფეხბურთი და ქუთაისლების გასაგონად ძალიანაც მაგრად აფასებენ ჩვენ ქალაქს ვინც იცის ეგ ამაში აუცილებლად დამერწმუნება ჩვენ ფეხბურთელებს ბათუმელი ქომაგი ყოველთვის ჯეროვნად აფასებდა და მიუხედავათ იმისა რო ტორპედო ხშირადაც უგებდა ხოლმე სულ ტაშით აცილებდენ.იქაც აშენდეს და ჩვენთანაც ფოთშიც და მიხარია ზუგდიდლებს თავის ერთი ნორმალური სტადიონი ექნება რადგან მათ ძალიან უყვართ თავიანთი გუნდი და ზიგადად ფეხბურთი.ააშენონ უფრო კარგი და უფრო უკეთესი მთელი ქვეყნის მაშტაბით რადგან პოლიტიკოსები და პარტიები მიდიან ხოლო მათმიერ გაკეთებული კარგი საქმე თუ ეგეთი რამ ჩაიდინეს რჩება და ემსახურება ხალხს და ქვეყანას.დრო მოვა და ეგ სტადიონები აუცილებლად შეივსება და ეს დრო არცისე შორსარი როგორც ზოგიერთებს გონია.
ზაზა
29 ოქტომბერი 2017 20:33
5
ნახავთ რა "გადატენილი" ტრიბუნებიც გექნებათ. ისეთი ტელევიზორები და ტელეფონები გამოდის და გამოვა, რომ სტადიონზე მარტო მწვრთნელები, მსაჯები და სათადარიგო ფეხბურთელები იქნებიან მაყურებლები. ტურისტების იმედიც ნუ გექნებათ, ჯერ ერთი ბათუმი ძალად კურორტია. ის ოდითგანვე ჩვეულებრივი სამრეწველო ქალაქი იყო. მისი ბოლომდე გაკურორტება არ გამოვა, ბუნებრივი პირობები არ უწყობს ხელს. მეორეც, ტურისტები შეიძლება კონცერტებზე დადიან, მაგრამ ფეხბურთზე ნაკლებად.
20 000
31 ოქტომბერი 2017 22:11
3
როცა გავძლიერდებით და ევროპის დიდ გუნდებს შევხდებით , სხვა ქალაქებიდანაც ჩავა ხალხი საინტერესო თამაშების სანახავად, არაფერი ისეთი დიდი არაა 20 ათასი, უსაქმურების მიტინგზე გროვდება მაგდენი ხალხი
უნდა აშენდეს
29 ოქტომბერი 2017 16:02
9
როდის? როდის გაძლიერდები და როდის შეხვდები დიდ გუნდებს? იოცნებე, ოცნებას კაცი არ მოუკლია...
ebbe sandi
30 ოქტომბერი 2017 09:58
3
ბათუმში რომ მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება მაგაზე არავინ ფიქრობს? ძალიან ბევრი გადავიდა ბათუმში საცხოვრებლად და კიდევ გადადის, მეზობელ ქვეყნების მოქალაქეებს კი ტაციაობა აქვთ ბათუმში ბინები იყიდონ, პლიუს საკურორტო სეზონი თავის კონცერტებით თუ სხვა სახის გასართობი პროგრამებით და რამდენიმე წელში აღმოჩნდება რომ ყბადაღებული 20-ათასიანი სტადიონი პატარაა და აღარ აკმაყოფილებს ბათუმს.
*__*
29 ოქტომბერი 2017 15:56
8
გეთანხმები
ლევანი
31 ოქტომბერი 2017 12:03
0
მართალი ხარ ძმისგულო,
roma
30 ოქტომბერი 2017 14:21
0
უნდა ააშენონ რა თქმა უნდა. მორჩით პროფესორობას და ჭკუის დარიგებას. ფული მაინც იხარჯება და კარგად გაკეთებული საქმე საშვილიშვილოდ რჩება. აქვს იმ მხარეს შესაძლებლობა და აშენებს. რა შუაშია ქუთაისი და ხაშური ვერ ვხვდები.
vaxo
29 ოქტომბერი 2017 14:37
6
ეს რამდენი პატრიოტი ყოფილა ქვეყანაში რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზე ნერვიულობს.თუ მაინდამაც ყვირილი გინდათ იმაზე იყვირეთ ვისაც მილიონები მიაქვთ სახლებში.სტადიონს ვერავინ წაიღებს.ჯერ არ აშენებულა და რა დღეში არიან როცა აშენდება ალბათ ჯავრისგან მოკვდებიან.რომ არ ინერვიულოთ მინიმუმ 20 000-იანი უნდა აშენდეს.
gio
29 ოქტომბერი 2017 14:25
7
სტადიონი ბათუმის დინამოსი არაა, ის იქნება ცენტრალური რესპუბლიკური სტადიონი და მისი ტევადობა უნდა იყოს 30 000 და არა 20 000.ეს 30 000 ამ ფასში თავისუფლად ჩაეტევა.ხოლო მის დატვირთვაზე და მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაზე უნდა იფიქროს სპორტის სამინისტრომ და აჭარის მთავრობამ.
ამიტომაც სტადიონი უნდა იყოს ოლიმპიური სტილის და არა საფეხბურთო მხოლოდ.
თვით ტენდერი ვერ ჩატარდება, ან თუ ჩატარდება ის კონკრეტულ მონაწილეზე გათვლილს უფრო წააგავს.
ბათუმის დინამოს კი ფეხბურთის სათამაშოდ, ისევე როგორც ფოთს ან სამტრედიას სრულიად ეყოფა ეკონომ სტილის 10 000 ტევადობის სტადიონი.
Jango
29 ოქტომბერი 2017 13:14
6
იმის დედას შევეცი ვინც არ ააშენოს.
hoi
29 ოქტომბერი 2017 12:44
4
სანამ წერას დაიწყებთ და აზრის გამოხატვას სჯობს დაინტერესდეთ საშუალოდ რა ჯდება სტადიონის მშენებლობა, გაგიკვირდებათ და გეტყვით რომ ეს თანხა არ არის საკმარისი უეფა-ს სტანდარტის ნორმალური სტადიონის ასაშენებლად რომელიც იტევს 20000 მაყურებელს. მივმართავ შესაბამის სამსახურებს სანამ დადებთ რაიმე ტენდერს კარგად დათვალეთ პროექტის შესაძლო ღირებულება. 101 მილონად არც ერთი საერთაშორისო გამოცდილების კომპანია არ მოკიდებს ხელს ამ სტადიონის მშენებლობას. კვლავ შეეცდებიან მონაწილეობა მიიღონ ქართული კომპანიები და ააშენებენ იმის ნახევარს რაც პროექტით იქნება გათვალისწინებული
გიორგი
29 ოქტომბერი 2017 12:12
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული