101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კლუბის პრესსამსახურის გავრცელებული ფოტოებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური მოედნის შემდეგ, ანგისას კომპლექსის მთავარ არენაზე ბუნებრივი საფარის დაგება დაიწყო.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი უკვე მეორე კვირაა, ბათუმის "დინამო" ვარჯიშობს...

ბათუმის "დინამო" მომავალი სეზონიდან საშინაო შეხვედრებს საკუთარ ბაზაზე ჩაატარებს, რომელიც 1500 მაყურებელს დაიტევს და ტრიბუნა მხოლოდ ერთ მხარეს იქნება.

წმინდა საფეხბურთო არენის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და განათების სისტემაც დამონტაჟდება, თამაშები საღამოს რომ ჩატარდეს. ანგისის ბაზას სამშენებლო კომპანია "ენერგოსექტორმშენი" აშენებს.

Sportall.Ge

ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ბათუმის
"დინამოს" სტადიონის მშენებლობას უკავშირდება.

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და "ლელო" ამაზე წერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი უნდა წამოჭიმოს, რომელიც უეფას მე-4 კატეგორიას დააკმაყოფილებს - ამ კატეგორიის სტადიონი კი საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამო არენაა".

ტენდერში გათვალისწინებული პირობების თანახმად, კომპანიამ სტადიონი 2020 წელს უნდა ჩააბაროს, მანამდე კი ბათუმელები მატჩებს ისევ "რაგბი არენაზე" გამართავენ.

სატენდერო მონაცემებში იყო ციფრი, რომ სტადიონის მშენებლობის ღირებულება 101 მილიონი ლარი დაჯდება და თავიდან ეს შეცდომა გვეგონა. აქამდე იყო დასახელებული 40 მილიონი, 20 მილიონი, მაგრამ 101 - პირველად.

არანაირი შეცდომა - სატენდერო ღირებულება მართლაც 101 მილიონი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას აუცილებელი პირობა ტრიბუნების გადახურვა და მეორე სათადარიგო სტადიონის მოწყობაც გახლავთ, რაც იაფფასიანი სიამოვნება ვერ იქნება. მაგრამ 101 მილიონი ლარი მაინც ძალიან დიდი ციფრია.

ბლოგერი ზაზა ახალაია კი თვლის, რომ 20-ათასიანი სტადიონის აშენება საქართველოში გაუმართლებელია.

"ეროვნული ჩემპიონატისთვის აუცილებელია თითოეული მატჩის საჭირო დონეზე "შეფუთვა", სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო და შესაბამისი სატელევიზიო სურათი რომ იყოს. 100 მილიონად კი შესაძლებელია 2-3 თანამედროვე სტადიონის აშენება და ეროვნული ჩემპიონატის "სახის" გაუმჯობესება.

არგუმენტად მოჰყავთ, რომ სსრკ-ის დროს ბათუმის "დინამოს" სტადიონზე დასწრება 15-20 ათასი იყო. მაშინ, ფაქტობრივად, სხვა გართობა-სანახაობა არ არსებობდა და უცხო ქვეყნის საფეხბურთო კლუბების თამაშების ხილვის საშუალება არ იყო. თან ბათუმის "დინამოს" კარგი დასწრება ჰქონდა, რადგან სსრკ-ის ჩემპიონატის პირველ ლიგაში სხვა რესპუბლიკის, სხვა ერის კლუბს უპირისპირდებოდა.

20-ათასიანის კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ბათუმში ეროვნული ნაკრების თამაშები გაიმართება. ეროვნული გუნდი წელიწადში შინ 3-5 შეხვედრას ატარებს და აქედან შეიძლება ერთი-ორი გადაიტანო. ბათუმის "დინამო" კი სეზონში შინ ეროვნული ჩემპიონატის და თასის მაქსიმუმ 20-25 შეხვედრას ატარებს და ამ მატჩებზე რატომ არ უნდა იყოს საფეხბურთო "ატმოსფერო" ანშლაგით?! ბათუმისთვის 12-13-ათასიანი სტადიონი სრულიად საკმარისი იქნებოდა, ხოლო დაზოგილი თანხით ამდენივე ტევადობის არენა ქუთაისშიც აშენდებოდა (21-ე საუკუნეში ქვეყნის სირცხვილია ქუთაისში არსებული სტადიონი) და თანხა პატარა 3-4-ათასიანისთვისაც დარჩებოდა - 100 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი იქნებოდა და კიდევ დარჩებოდა.

სლოვენიური "მარიბორის" სტადიონი 12-ათასიანია, ბელარუსული ბატე-სი - 13,500-ს იტევს, კიშინიოვში მშვენიერი 10-ათასიანი სტადიონია. ტევადობის განსაზღვრისას მთავარია ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე საშუალო დასწრება და იქედან გამომდინარე აშენებენ, რომ თითოეულ (!) მატჩზე ანშლაგთან ახლოს იყოს დასწრება სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფეროსა და სატელევიზიო სურათისთვის", - წერს ახალაია.

მკითხველის კომენტარები / 88 /
10000 იანი სტადიონიც საკმარისია,ხალხი მაინც არ დადის ფეხბურთზე.20 მლნ. საკმარისი თანხაა.101 მლნ.ალბათ მოსაპარად უნდათ,კაი წილი შეხვდება ყველას.
სტატუს ქუო
28 ოქტომბერი 2017 15:35
8
ჩვენ, უბრალო ხალხი, დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, ეგენი კი, ბიძიკო, შორსმჭვრეტელი ხალხია, საშვილიშვილო საქმეს აკეთებენ, ისეთ სტადიონს აშენებენ, 20-30 წლის მერე რომ ეღირსება გავსება და ანშლაგი.
cotne
28 ოქტომბერი 2017 14:57
0
რაც უფრო დიდია ბიუჯეტი უფრო მეტი ფული ტყდება, მიუშვით აცადეთ სფფ-ს ჩინოვნიკებს იშოვონ ორი კაპიკი... :) არ გვეშველება არაფერი ნეტა მართლა იხარჯებოდეს ბიუჯეტი სწორად და თუ უნდათ 200 მილიონიანი ააშენონ.
Sabanzeti
28 ოქტომბერი 2017 14:46
2
ფედერაცია არ აშენებს, ბათუმის მერია აშენებს, ფედერაცია რა შუაშია?
კოტე
28 ოქტომბერი 2017 23:08
1
ამირან ქუთაისს რაც საქართველოს არსებობის ისტორიაში მნიშვნელობა და ზოგადად ადამიანური რესურსი სპორტული კულტურული თუ მეცნიერ მოღვაწეები ყოლია ბათუმს არც დაესიზმრება და რაც შეეხება მოსახლეობის ზრდას ბათუმი ქართული მოსახლეობის ხარჯზე კი არა მაქაც ქართველი მოსახლეობის დიდი გადინება ფიქსირდება არამედ ბათუმი იმატებს ახლო მდებარე თურქული მოსახლეობის ხარჯზე რაც სახეზეა და ზოგადად ქუთაისი ისტორიულად და კულტურული საზომებით საქართველოს მე 2 ქალაქი იყო ყოველთვის, 30 წლის უკან რაც მთლიანად აჭარაში ცხოვრობდა თითქმის იმდენი იყო ქუთაისის მოსახლეობა დაახ: 300 000 დე და იმ მიგრანტების დაბრუნება დროის ფაქტორია ეს ქვეყნის ეკონომიკური პირობების ბრალია უბრალოდ ქუთაის და ხაშურს რომ ერთმანეთთან გააიგივიბ უნდა გრცხვენოდეს ქუთაისს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააკნინებს ბათუმის ხელოვნური აღზევება ქუთაისი ყველა ქართველში ასოცირდება საქართველოს უმნიშვნელოვანეს ქართულ ქალაქად თბილისის შემდეგ და არა ბათუმი ქალაქი რომელიც 3 თვე არსებობს დანარჩენი 9 თვე კი სწორედ ისეთივე უპერპექტივო ქალაქია როგორიც აშხაბადი და თუკი მართლაც ესეთი რენესანსული ხანა და ბუმია ბათუმში ნახევარი კულტურის წარმომადგენლებით რატომ არის თბილისი გადაჭედილი ბათუმელი ინტელიგენციის წარმომადგენლებით და რიგითი ბათუმელებით პასუხი ცხადია და ეს ყველლამ კარგად იცით სიდუხჭირის გამო
Glorius
28 ოქტომბერი 2017 14:44
6
ქართველი ხარ და რატო ლაპარაკობ შურით, ან თუ ხაშური ქუთაისს შეადარეს, ან ბათუმი თბილისისს და ასე შემდეგ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოა თბილისიც, ხაშურიც, ქუთაისიც და მარნეულიც, სად რა აშენდება მაგაზე გული როგორ უნდა დაგწყდეს ქართველ კაცს, თქვენი ვერ გამიგია, ანგრევენ რატო ანგრევენო, აშენებენ და გადამეტებულიაო.... ან საიდან მოიტანე ბათუმი 3 თვე არსებობსო, ბათუმელი ხარ? ყოფილხარ ბათუმში დანარჩენ თვეებში? ანუ არსებობას ტურისტების სიმრავლეს ეძახი? მაშინ რა უნდა ვთქვათ გურიაზე? რა უნდა ვთქვათ თუნდაც ქუთაისზე? გაგიტყდა ქუთაისის და ხაშურის შედარება ორი ქართული ქალაქის, და ბათუმი შეადარე აშხაბადს :)
sainteresot msjelob
28 ოქტომბერი 2017 19:20
1
ნუ ნერვიულობთ , არ აშენდება. ფოთში სამჯერ გამოცხადდა ტენდერი და სამჯერ შეჭამეს ფული და არაფერიც არ აშენებულა
თამაზი
28 ოქტომბერი 2017 14:19
3
ასეა ეს.
სწორედ მაგიტომ ვნერვიულობთ ,რომ ფული შეიჭმება და სტედიონი მაინც არ აშენდება/
28 ოქტომბერი 2017 15:09
3
ტენდერი წელიცადში ორჯერ ტარდება , რა მოხდა ახლა 101 მილიონიანი რო ჩაატარონ სტადიონს მაინც არავინ ააშენებს.მომავალ წელს ალიანს არენის ტენდერი გაიჩითება 500 მილიონიანი.
gocha
28 ოქტომბერი 2017 13:51
2
როგორც ამბობენ მალე კლიმატი შეიცვლება და უწყლო ქვეყნების ხარჯზე საქართველოს მოსახლეობა გახდება 50 მილიონი და 20 ათასიანი და უფრო დიდი სტადიონი ერთ 10 დაგვჭირდება. ასე რომ ასე !
საჭიროა
28 ოქტომბერი 2017 13:45
0
სამტრედიას სტადიონი უნდა
samtredias unda stadioni
28 ოქტომბერი 2017 13:42
2
ნუ გეშინია, ახალ მინდორს დაუგებენ და ტრიბუნებს დაუმატებენ, ტუალეტსაც დაუმატებენ მუდამა მოუვლელი და ამყრალებული რომაა. ახალ სტადიონს კი არავინ ააშენებს, მაგ ზღაპარინ რაც კალაძემ მოგიყვათ , მასვე მოჰკითხეთ. არც სპორტის სამინისტროში და არც ინფრასტრუქტურის ან ეკონომიკის სამინისტროებში რაიმე გეგმაც კი არ არსებობს სამტრედიაში ახალი სტადიონის მშეებლობის.
Jango
29 ოქტომბერი 2017 13:09
1
101 მილიონი ტყუილი გვეგონაო.101 მილიონსა და 40 მილიონს შორის განსხვავება როგორ ვერ მიხვდით? მომღერლები თუკი ჩამოგყავთ ბულვარი და დარბაზები ივსება.ხომ შეიძლება ფეხბურთელებიც ჩამოვიდნენ და 20 000 ათასი კაცი სტადიონზე მივიდნენ.21-საუკუნეში ქუთაისის სტადიონი ქვეყნის სირცხვილიაო [გეთანხბი მაქაც უნდა აშენდეს] ბათუმს 12 წელია მაგიც რომ არ აქვს ესეც ქვეყნის სირცხვილია.როცა კარგი სტადიონი გვექნება სპონსორიც გამოჩნდება და დინამოც ამნაირ დღეში არ იქნება
gio
28 ოქტომბერი 2017 13:30
3
თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს და მომავალშიც ბათუმს ბევრი საქართველოს ქალაქი ვერ დაეწევა განვითარებით. თბილისის შემდეგ ბათუმია და აუცილებლად სჭირდება ისეთი სტადიონი, რომელიც განავითარებს ფეხბურთს და ტურიზმს ერთად.თუ პრეტენზია გვაქვს რაიმე სახიტ ნორმალური ტურნირი გაიმართოს საქართველოში აუცილებლად ესაჭიროება დედაქალაქის გარდა სხვა რამოდენიმე ქალაქს ნორმალური სტადიონი. აუცილებელია მომავალში ქუთაისშიც აშენდეს ასეთივე სტადიონი. ასე რომ კრიტიკას შეეშვით და რაც კეთდება დავაფასოთ.
111
28 ოქტომბერი 2017 13:26
9
სტადიონი არ ავითარებს სამწუხაროდ ფეხბურთს, თორემ დინამო ლიგის ჯგუფში მინიმუმ იქნებოდა მუდმივად.
კოტე
28 ოქტომბერი 2017 23:04
0
მართალს ამბობთ!
levani
28 ოქტომბერი 2017 15:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული