ლევან კობიაშვილმა გურამ კაშიას მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა არნემის "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების მცველ გურამ კაშიას მხარი დაუჭირა.

კობიაშვილმა "ფეისბუქზე" გურამ კაშიას ფოტო გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ქართველების მხრიდან სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიან კაპიტნის სამკლავურში გავიდა.

15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანს აღნიშნული სამკლავური ეკეთა.

- გურამ კაშიამ LGBT-ფერებიან სამკლავურზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა
მკითხველის კომენტარები / 27 /
საქართველოს დღეს ბევრი რამ აკლია და პირველ რიგში კაცთმოყვარეობა. ის რომ ზოგადად ჰომოფობისს წინააღმდეგ გამოვიდა, გახდა ამხელა განხილვის საგანი. ამ ხალხს რომ არა აქვს სხვა საქმე, იმას აკონტროლებენ ვინ ვისთან წევს. ჩვენ არავინ არაფერს გვართმევს და მითუმეტეს ტრადიციებს. და სამუდამოდ შერჩებს აქაურ კრიტიკოსებს ტრადიციად გალეშილი კაცის "ნასკი გამხადე ქალო", სიდედრის გინება, ორი საყვარელი (კაცია აბა რას იზამს, ოჯახს ხომ არ დავანგრევ,შვილებს მამა ჭირდებათ.....) და მამაპაპური ღიპის ღრმად მოფხანა, როცა მისი ცოლი მოსამსახურედ უდგას თურქს, რუსს, იტალიელს, ბერძენს. აბა როგორ...
დაე მღვდლები ტაბურეტებით დაერიოს ხალხს, დაე თავები გავუხეთქოთ მაგათ (პირჯვარი არ დაგავიწყდეთ ყოველი შეგინების შემდეგ). ეს ხომ ბიბლიური კაცთმოყვარეობის მაგალითია.
ნაცისტურ პუტინისტური ჰომოფობია ურჩევნია ხალხს. მთავარია ბოღმა ანთხიოს.
Tornike
20:40 25-10-2017
24
24 000 ბილეთი გაიყიდა ელტონ ჯონის კონცერტის მაგრამ ხმა არ ამოგიღიათ. ხოლო ადამიანს სდევნით საკუთარი დამოკიდებულების გამო?
კესარია აბრამიძე რომ გააპოპულარულეთ და ეთაყვანებით.
პური და სანახაობა გინდათ თქვენ. დღეს კაშიას გადაეკიდეთ , გუშინ მჭედლიძეს დევნიდით.
ნაკრების თამაშებზე თქვენ არ დადიხართ და ვაფშე რა გინდათ?

გრცხვენოდეთ
20:09 25-10-2017
21
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული