აზრად არ მომსვლია,რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა, - ამის შესახებ ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ „რუსთავი2“-ს განუცხადა. ფეხბურთელის თქმით, ვერ ხვდება თუ რატომ დაუპირისპირდა საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ სამშობლოში.
კაშიას ინფორმაციით, ლიგის გადაწყვეტილებით, კაპიტნებს ლგბტ თემის დროშის ფერებში სამკლაურები ძალადობას საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ეკეთათ.
„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო... მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს?! ჩემს გარდა აბსოლუტურად ყველას ეკეთა სამკლაური და
ვერავინ წამოიდგინა, ვერ ხვდება, რომ ამხელა ამბავი მოჰყვა ამას საქართველოში. აზრად არ მომსვლია,რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ჩემი საქმე სპორტია, მინდა ვიყო ფეხბურთში და რაც მიყვარს იმას ვაკეთებდე“, - განაცხადა გურამ კაშიამ.
ipn.ge
თქვენ ჯანმრთელები ხართ?
ჯერ ერთი ნამდვილი კაცები არავის ჩაგრავენ მათ შორის ლგბტ თემს და ასევე თქვენ და თქვენისთანა ვაი ბნელი პატრიოტი ხნავს ამ ქვეყას 27 წელია... საერთოდ არ მაქვს დადებითი განწყობა ლგბტ თემის მიმართ მაგრამ მათ მიმართ ძალადობა ეს არის ძალად კაცობა ისეთი ძალად კაცობა საკუთარ მამიდისთვის რომ არ მიუხედავს და სხვის მამიდას დაეძებს! კაშია არის კაცი რომლის კაცობასაც ვერასოდეს ვერ გაიგებს ვითომ კაცები და ბნელი ვაი პატრიპტები! ისე 2008 წელს რამდენი იყავით ესეთები მისული კომისარიატში სამშობლოს დასაცავად "პატრიოტებო" ?