გურამ კაშია: აზრად არ მომსვლია, რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა

AutoSharing Option
აზრად არ მომსვლია,რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა, - ამის შესახებ ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ „რუსთავი2“-ს განუცხადა. ფეხბურთელის თქმით, ვერ ხვდება თუ რატომ დაუპირისპირდა საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ სამშობლოში.

კაშიას ინფორმაციით, ლიგის გადაწყვეტილებით, კაპიტნებს ლგბტ თემის დროშის ფერებში სამკლაურები ძალადობას საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ეკეთათ.

„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო... მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს?! ჩემს გარდა აბსოლუტურად ყველას ეკეთა სამკლაური და
ვერავინ წამოიდგინა, ვერ ხვდება, რომ ამხელა ამბავი მოჰყვა ამას საქართველოში. აზრად არ მომსვლია,რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ჩემი საქმე სპორტია, მინდა ვიყო ფეხბურთში და რაც მიყვარს იმას ვაკეთებდე“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

ipn.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 20 /
დროშა იყავი და ტარი გაგიკეთესო ხომ გაგიგიათ, გურიკო პირიქით, ტარი გამოდგა და დროშა გაუკეთეს. ამას ამბობს თვითონაც, მაგრამ მის მიმართ ზიზღი ან სიძულვილი არავის გულში არის, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან, პირიქით ჩვენი ქართველი ძმაა და გვიყვარს კიდევაც. ხალხი კარგად არჩევს უკვე პიროვნებას და პრობლემას ერთმანეთისგან და შესაბამისად პრობლემის მატარებელ პიროვნებებსაც. ცისფერი რომ პრობლემის მატარებელი პიროვნებაა, ეს უბრალოდ იქედან გამომდინარეობს, რომ არ გამოსდის ბუნების წესით დადგენილი სექსუალური ცხოვრება, მაგრამ ამან არც ისინი უნდა გააბოროტოს და არც სხვა მათ მიმართ.
isari
12:28 06-11-2017
0
ეტყობა კაშია მართლა განიცდის ამ ყველაფერს და იმედია მომავალში თავისი შეხედულებების წინააღმდეგ არ მოუწევს წასვლა..
პაატა
00:03 03-11-2017
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული