რევაზ გოცირიძე: სტუმრად ფრე ნორმალური შედეგია

AutoSharing Option
"ბროდარაცისა" და "საბურთალოს" მატჩის დასრულების შემდეგ (1:1) შეხვედრა შეაფასა "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ.
- უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალო" "ბროდარაცს" დაუზავდა

- ვფიქრობ, სტუმრად ფრე ნორმალური შედეგია. პირველი ტაიმი არ იყო ისეთი, როგორიც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მეორე ნახევარში გამოვასწორეთ მდგომარეობა და მთლიანად ჩვენი უპირატესობით წარიმართა დარჩენილი დრო.

- ცოტნე კაპანაძე და გიორგი გულიაშვილი თადარიგში იყვნენ, არადა, ეს ფეხბურთელები ძირითადის თერთმეტეულად მოიაზრებიან. რით იყო განპირობებული?
- ეს ფეხბურთელები 17-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდნენ, ორივე მათგანმა სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გადაღლილები იყვნენ და დასვენების
საშუალება მივეცით. გათვლა გვქონდა, რომ მეორე ნახევარში შეგვეყვანა გულიაშვილიც და კაპანაძეც.

- "ბროდარაცზე" რას იტყვით, მეტოქემ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- რასაც ველოდი, ის გუნდი იყო. მეტოქე ხისტ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. მებრძოლი გუნდია. სერბები გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით.

- თბილისში როგორ მატჩს ელით?
- რთული იქნება განმეორებითი შეხვედრა. გავაანალიზებთ დღევანდელ მატჩს, სასურველ ტაქტიკას ავირჩევთ და იმ ფეხბურთის თამაშს ვეცდებით, რასაც ჩვენი კლუბი თამაშობს.

"საბურთალოს" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული