გუგა ფალავანდიშვილი: სეზონის ჩამთავრებას ველოდები და შემდეგ გადაწყდება ჩემი მომავალი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილია.

გუგა ფალავანდიშვილს "ტორპედოს" შანსებზე და საქართველოს ნაკრებზე ვესაუბრეთ.

- სამი ტური დარჩა ეროვნული ლიგის დასრულებამდე. რამდენად რეალურად მიგაჩნია "ტორპედოს" ჩემპიონობის შანსები?
- ჩემპიონობის შანსებს რეალურად ვაფასებ. სამწუხაროდ, "დინამოზე" ვართ დამოკიდებულები, რადგან 4 ქულაა სხვაობა და ძალიან რთული იქნება აღმოფხვრა, მაგრამ შანსი ნამდვილად არის და ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ.

-
ამავდროულად, მეორე ფრონტზეც გიწევთ ბრძოლა, "ტორპედო" საქართველოს თასის ფინალშია. როგორ შეაფასებ თქვენს შანსებს?
- თასის ფინალი ძალიან საპასუხისმგებლოა და თითო
ულ ფეხბურთელს გათავისებული
აქვს. ამიტომ საბრძოლო განწყობით ვხვდებით და შანსებს მაინც თანაბრად მივიჩნევ.

-
როგორ მოგეწონა შენ მიერ ჩატარებული სეზონი, ფიქრობ, რომ იდეალურ ფორმაში ხარ?
- რაც შემეხება მე, ვფიქრობ, ბოლო 5-6 ტურია ოპტიმალურ ფორმას მივუახლოვდი, რაც ძალიან მახარებს.

-
საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ერთს - ქუთაისში ბელორუსთან. ელოდი, რომ შანსი კვლავ მოგეცემოდა? ფიქრობ, რომ მზად ხარ იმ კონკურენციისთვის, რაც ნაკრებში შენს პოზიციაზეა?
- კონკურენციისთვი
ყოველთვის მზად ვარ, მოლოდინიც ყოველთვის მაქვს. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მესმის რომ თავისი ხედვა და გემოვნება აქვს.

-
რას ფიქრობ საქართველოს ნაკრების ჩატარებულ ციკლზე მსოფლიო ჩემპიონატზე და რამდენად რეალურად მიგაჩნია ევროპის ჩემპიონატი
თვის ფიქრი?
- ნაკრების ჩატარებულ თამაშებზე ვფიქრობ,  რომ ნამდვილად გაზრდილია და გაუმჯობესებულია ხარისხი, რომელიც სამწუხაროდ, შედეგზე არ აისახა.

-
მოლდ
ვურ "დაჩიაზეც" გკითხავ, რატომ წახვედი იქ? ეს იყო საქართველოს ჩემპიონაიდან ერთგვარი "გაქცევა" თუ უკეთესი მომავლის პერსპექტივა? რატომ არ გაამართლა შენმა ტრანსფერმა?
- კითხვას გამოვტოვებ, ძალიან დეტალურად მომიწევს ახსნა და არც ღირს.

- არის თუ
არა სხვა კლუბებიდან დაინტერესება და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რჩები "ტორპედოში" თუ მიდიხარ?
- შემოთავაზებები ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი
, სეზონის ჩამთავრებას ველოდები და შემდეგ გადაწყდება ჩემი მომავალი.

- რას ფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატის დონე გაუმჯობესდა თუ უბრალოდ, რებრე
დინგი მოხდა და ცვლილებები არ არის? ანუ შეძლებენ ზაფხულში გუნდები თავის წარმოჩენას?
- ეროვნულ
ლიგის ფორმატმა, ჩემი აზრით, ნაწილობრივ გაამართლა და სწორი მიმართულებით მიდის და ვიმედოვნებ, უფრო განვითარდება.

- რას იტყვი ქუთაისელ ქომაგზე, რომ
ლიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია საქართველოს ჩემპიონატში, რამდენად ეხმარებიან გუნდს?
- ქუთაისელი ქომაგი ჩემთვის ნამდვილად გამორჩეულია და მუდამ ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის. მეც, ჩემი მხრივ, ვეცდები, კარგი თამაშით გადავუხადო სამაგიერო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტორპედო და სამტრედია წლის ბოლოს სისხლიდან დაიცლებიან.
ტორპედოდან 5-6 ადამიანს რეალურად უნდა წასვლა და სამტრედიიდანაც ალბათ აფრიკელებიანად 10 ადამიანს მოუნდება წასვლა.
ფეხბურთელები ხედავენ რომ ამ ორ მონათმფლობელურ კლუბში მათ არც დაფასება აქვთ და არც პერსპექტივა.
თუ ტორპედოს ფეხბურთელები უფრო ასაკოვანები არიან და ეს პრობლემას უქმნის წასვლის მსურველებს,სამტრედიას გასაქცევეი ასაკის მართლაც ბევრი ჰყავს. სანამ ამ კლუბებში მონათმფლობელობა არ დამთავრდება,დიდ სიმაღლეებს ესენი ვერასოდეს შეებრძვიან. ლიგაში კი პირველ ოთხეულში ყოფნა არ გაუჭირდებათ სხვათა ფონზე.
ასე რომ საკოლმეურნეო ჩემპიონატებით დატკბობა მოგვიწევს მხოლოდ.
Guadua
10 ნოემბერი 2017 11:44
0
გუგა ქუტაისი ძალიან გაფასებს და ნუ წახვალ ტორპეტოდან
gela
09 ნოემბერი 2017 19:46
1
კითხვაზე: ეროვნული ჩემპიონატის დონე თუ ამაღლდაო,... ყველა ფეხბურთელი პასუხობს, კიო,..და თავქუდმოგლეჯილი გარბიან ჭ-კლასის ჩემპიონატების აუტსაიდერ გუნდებში. მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები; უნდა აიკრძალოს 23-24 წლამდე ფეხბურთელების უცხოეთში გაშვება. სხვა გზა არ არსებობს, თორემ ჩემპიონატის დონე კი არ ამაღლდა, გაუბედურდა. შეხედეთ ფინიშზე რა დღეში არიან გუნდები, ძლივს დაღოღავენ, პირველ ტაიმს ვაი-ვაგლახით ამთავრებენ, ხოლო მეორე ტაიმში ფეხებს ვეღარ დაათრევენ.ახლა, თამაშის ხარისხზე უკვე აღარაფერს ვამბობ, სირცხვილია! კი ბატონო, არის გამონაკლისებიც,იგივე "დინამო", "ტორპედო" და ნაწილობრივ 'საბურთალო" და "ლოკომოტივი"; დანარჩენი გუნდები კი, უკვე "სხვაგან" არიან.
levani kaxeti
09 ნოემბერი 2017 14:37
0
Ki mivdivart ukusvlit magram eg gamosavali araa.. problema sxvanairad unda movagvarod.. martla nichier axalgazrdas shansi tu gauchnda, an tundac pinansurad uket iyos, rogor ginda gaachero..
Nnnn
09 ნოემბერი 2017 16:56
0
ვეთანხმები, რაღაც გარკვეული ლიმიტი უნდა იყოს დაწესებული, მაგრამ აუცილებელია გუნდების ფინანსური მდგომარეობაც უნდა იყოს მყარი. ეროვნული ჩემპიონატის დონეც ამაღლდება, რაც კიდევ ფინანსებს მოუტანს გუნდებს, რამეთუ შეიძლება ჯგუფში მოხვედრაზე იბრძოლებს ჩვენი გუნდები. ჩემპიონთა და ევროპა ლიგებს ვგულისხმობ.
პავლე
09 ნოემბერი 2017 16:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული