გუგა ფალავანდიშვილს "ტორპედოს" შანსებზე და საქართველოს ნაკრებზე ვესაუბრეთ.
- სამი ტური დარჩა ეროვნული ლიგის დასრულებამდე. რამდენად რეალურად მიგაჩნია "ტორპედოს" ჩემპიონობის შანსები?
- ჩემპიონობის შანსებს რეალურად ვაფასებ. სამწუხაროდ, "დინამოზე" ვართ დამოკიდებულები, რადგან 4 ქულაა სხვაობა და ძალიან რთული იქნება აღმოფხვრა, მაგრამ შანსი ნამდვილად არის და ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ.
- ამავდროულად, მეორე ფრონტზეც გიწევთ ბრძოლა, "ტორპედო" საქართველოს თასის ფინალშია. როგორ შეაფასებ თქვენს შანსებს?
- თასის ფინალი ძალიან საპასუხისმგებლოა და თითოეულ ფეხბურთელს გათავისებული
- როგორ მოგეწონა შენ მიერ ჩატარებული სეზონი, ფიქრობ, რომ იდეალურ ფორმაში ხარ?
- რაც შემეხება მე, ვფიქრობ, ბოლო 5-6 ტურია ოპტიმალურ ფორმას მივუახლოვდი, რაც ძალიან მახარებს.
- საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ერთს - ქუთაისში ბელორუსთან. ელოდი, რომ შანსი კვლავ მოგეცემოდა? ფიქრობ, რომ მზად ხარ იმ კონკურენციისთვის, რაც ნაკრებში შენს პოზიციაზეა?
- კონკურენციისთვის ყოველთვის მზად ვარ, მოლოდინიც ყოველთვის მაქვს. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მესმის რომ თავისი ხედვა და გემოვნება აქვს.
- რას ფიქრობ საქართველოს ნაკრების ჩატარებულ ციკლზე მსოფლიო ჩემპიონატზე და რამდენად რეალურად მიგაჩნია ევროპის ჩემპიონატისთვის ფიქრი?
- ნაკრების ჩატარებულ თამაშებზე ვფიქრობ, რომ ნამდვილად გაზრდილია და გაუმჯობესებულია ხარისხი, რომელიც სამწუხაროდ, შედეგზე არ აისახა.
- მოლდოვურ "დაჩიაზეც" გკითხავ, რატომ წახვედი იქ? ეს იყო საქართველოს ჩემპიონატიდან ერთგვარი "გაქცევა" თუ უკეთესი მომავლის პერსპექტივა? რატომ არ გაამართლა შენმა ტრანსფერმა?
- კითხვას გამოვტოვებ, ძალიან დეტალურად მომიწევს ახსნა და არც ღირს.
- არის თუ არა სხვა კლუბებიდან დაინტერესება და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რჩები "ტორპედოში" თუ მიდიხარ?
- შემოთავაზებები ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია, სეზონის ჩამთავრებას ველოდები და შემდეგ გადაწყდება ჩემი მომავალი.
- რას ფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატის დონე გაუმჯობესდა თუ უბრალოდ, რებრენდინგი მოხდა და ცვლილებები არ არის? ანუ შეძლებენ ზაფხულში გუნდები თავის წარმოჩენას?
- ეროვნული ლიგის ფორმატმა, ჩემი აზრით, ნაწილობრივ გაამართლა და სწორი მიმართულებით მიდის და ვიმედოვნებ, უფრო განვითარდება.
- რას იტყვი ქუთაისელ ქომაგზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია საქართველოს ჩემპიონატში, რამდენად ეხმარებიან გუნდს?
- ქუთაისელი ქომაგი ჩემთვის ნამდვილად გამორჩეულია და მუდამ ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის. მეც, ჩემი მხრივ, ვეცდები, კარგი თამაშით გადავუხადო სამაგიერო.
ტორპედოდან 5-6 ადამიანს რეალურად უნდა წასვლა და სამტრედიიდანაც ალბათ აფრიკელებიანად 10 ადამიანს მოუნდება წასვლა.
ფეხბურთელები ხედავენ რომ ამ ორ მონათმფლობელურ კლუბში მათ არც დაფასება აქვთ და არც პერსპექტივა.
თუ ტორპედოს ფეხბურთელები უფრო ასაკოვანები არიან და ეს პრობლემას უქმნის წასვლის მსურველებს,სამტრედიას გასაქცევეი ასაკის მართლაც ბევრი ჰყავს. სანამ ამ კლუბებში მონათმფლობელობა არ დამთავრდება,დიდ სიმაღლეებს ესენი ვერასოდეს შეებრძვიან. ლიგაში კი პირველ ოთხეულში ყოფნა არ გაუჭირდებათ სხვათა ფონზე.
ასე რომ საკოლმეურნეო ჩემპიონატებით დატკბობა მოგვიწევს მხოლოდ.