ბექა ვაჩიბერაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო - ინტერვიუ ახალგაზრდა ფეხბურთელთან

AutoSharing Option
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფიფამ დააკმაყოფილა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ბექა ვაჩიბერაძის თხოვნა, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლების მიცემის თაობაზე.

1996 წელს, ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი აქამდე უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა და ამ ქვეყნის გუნდებთან ერთად თამაშობდა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე. ამას გარდა, ბექა იყო დონეცკის "შახტარის" იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში ითამაშა...

ვაჩიბერაძე "შახტარიდან" "ბეტისი B"-ში გადავიდა, თუმცა ესპანეთში მისი კარიერა ისე არ აეწყო და ამჟამად ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.

ვაჩიბერაძე თავისი ბოლო გადაწყვეტილების
შესახებ "სპორტ ექსპრესის" უკრაინულ გამოცემას ელაპარაკა.

- საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. სხვა საქმეა, რომ ამის გაკეთება უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შესარჩევი ციკლის მატჩების დასრულების შემდეგ მინდოდა, რათა არ დამეღალატებინა გუნდი და მწვრთნელი.

- ნაწყენი ხართ, რომ ალეკსანდრ გოლოვკომ (რედ. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი) ინგლისსა და შოტლანდიასთან შეხვედრებისთვის არ გამოგიძახათ?
- ალეკსანდრ გოლოვკოსთან ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და მადლიერი ვარ მისი ჩემდამი ნდობის, გაგებისა და მხარდაჭერისთვის. მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ამასთან, მადლობელი ვარ ბიჭების, რომლებთანაც ბედნიერი წლები გავატარე.

დასანანია, რომ ბოლო დროს უკრაინულ ფეხბურთში პოლიტიკამ იმძლავრა, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა და ეს ვიგრძენი. არ დავიწყებ ტირილს ან თავის მოკატუნებას, თითქოს ვერაფერს ვამჩნევდე. ყველაფერი მივიღე ისე, როგორც არის...

- არ შიშობთ, რომ თქვენს გადაწყვეტილებას ნეგატიურ რეზონანსი მოჰყვება?
- საფეხბურთო მინდორზე თავი არასდროს დამიზოგავს და ჩემთვის უმთავრესი ყოველთვის გუნდის შედეგი იყო. დარწმუნებული ვარ, ადამიანები გამიგებენ.

- საკითხის იურიდიული მხარის მოგვარება რთული იყო?
- არა, ქართველი ვარ და ნატურალიზება არ მჭირდება, როგორც ამას უკრაინაში აკეთებენ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ დონეცკის "შახტარში" დარჩენის შემთხვევაში, თქვენი კარიერა შეიძლებოდა სხვაგვარად წარმართულიყო?
- არაფერს ვნანობ - უდიდესი გამოცდილება მივიღე, შევისწავლე უცნო ენა, გავიცანი ევროპული ფეხბურთი და მისი მოთხოვნები. "შახტარში" კონტრაქტი მთავარ გუნდში არ შემოუთავაზებიათ, იჯარით აქეთ-იქით სიარული კი არ მსურდა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ძალიან კარგი ამავია არ იყოს ეს დასაკარგი ბიჭი ახალგაზრდა ფეხბურთელია და პოტენციალიც აქვს,რომ მაღალ დონეზე ითამაშოს იმედი მაქვს მომავალში სხვა ქართველები,რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და უნდათ ნაკრებში თამაში მათაც მოუგვარდებათ პრობლემები და ჩამოვლენ ჩვენ დასაკარგი ფეხბურთელები არ გვყავს და ვისაც არ უნდა ნაკრებში თამაში ესეთი უცხოეთში დაბადებული და გაზრდილიც ვიცი და აქ დაბადებული და გაზრდილიც და იმათ ნურც შეეხვეწება ნურავინ ნურასდროს.
gio
15 ნოემბერი 2017 21:54
1
აღარ უნდა ამას ეხლა ისე იქნებოდა და ასე იქნებოდა,// ახალგაზრდა ყმაწვილი კაცია, ეხლა იწყებს კარიერას. აირჩია თავის სამშობლო და გაუმარჯოს ღმერთმა, წარმატებები ვუსურვოთ...
Vasili
15 ნოემბერი 2017 21:32
3
არადა, სამშობლოს არ ირჩევენო, ნათქვამია.
კოტე
16 ნოემბერი 2017 12:56
0
კარგი ისაა რომ ჯიქიას დონის მიღალატე არაა ის მსოფლიო დონის მოღალატეა კაცმა მსოფლიო ჩემპიონატი არჩია თავის ქვეყანას
ვაჟაა
16 ნოემბერი 2017 22:27
1
ამ ბიჭს თუ მართლა უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში, უნდა გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს გულშემატკივართან და თქვას, რომ შეცდა, როდესაც უკრაინის სახელით გამოდიოდა. ამ შემთხვევაში უძღები შვილის ისტორია როგორც გაგრძელდება, ვიცით.

თუ არა და თუ ის თვლის, რომ მართალი იყო და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე როცა უნდა უკრაინელი იქნება და როდესაც არა - ქართველი, მაშინ საქართველოს ნაკრებს ასეთი კაცი არ უნდა გააკარო. ნაკრები კარიერის გაუმჯობესებისთვის გამოსაყენებელი ადგილი არაა.
კოტე
16 ნოემბერი 2017 13:05
4
საქართველოს სახელით კი არ არამედ ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ არ მიიწვიეს ნაკრებში.
ფილიპე
16 ნოემბერი 2017 13:26
2
ფორმაში რომ იყო და კარგი მომავალი ჰქონდა, არ უნდოდა ნაკრებში და ახლა ცუდ ფორმაში როა მოუნდა ისევ... რაც არ უნდა იყოს მაინც კარგია რომ საქართველო აირჩია და მოღალატე ჯიქიას არ ჰგავს
ვახტანგი
15 ნოემბერი 2017 23:37
4
ფორმაში ჩადგომა არც ისე დიდი პრობლემაა, მთავარია გუნდი მოძებნოს. მთავარია რამდენად ნიჭიერია და რამდენად მიზანსწრაფულია
gugia
15 ნოემბერი 2017 23:57
1
იმედია ტორპედოში გადმოხვალ. აქ გაიხსნები და ისევ ევროპაში წახვალ.
იროდი
15 ნოემბერი 2017 19:42
2
ჯიქია მოგალატე კი არა მტერია საქართველოს სახელმწიფოობრივობის,ასე ვთვლი მისი ინტერვიუდან გამომდინარე. აგარ იცის ამ უვიცმა როგორ ასიამოვნოს დიდ რუსეთს.
ბესარიონი
16 ნოემბერი 2017 12:20
0
მთავარი ის პირველი გადაწყვეტილებაა რომელიც ამ ახალგაზრდამ მიიღო ,მშობელ ქვეყანას და მისი ღირსების დაცვას უკეთესი საფეხბურთო პერსპექტივა ამჯობინა. ასე რო აწი ძალიან ძნელია გახდე შენი ქვეყნის ნაკრების სრულფასოვანი წევრი სულ რო სასწაულები აკეთო. სამწუხაროდ ასეა. წარმატებები ახალგაზრდას ფეხბურთის თამაშში მაგრამ არა საქართველოს ნაკრებში
რიგითი გულშემატკივარი
15 ნოემბერი 2017 20:14
12
წარმატებები ამ კაცს!
Georgian
17 ნოემბერი 2017 10:35
0
მოღალატე რატომ არის ჯიქია? ის რუსეთის მოქალაქეა,იქ სწავლობდა იქ გაიზარდა,მოღალატეობა უფრო ხვაა(რასაც აქ არ მოვყვები) იმ ადამიანმა თქვა,მე სპარტაკს რუსული პასპორტით ვჭირდებიო.....
ბექას რაც შეეხება ქუთაისში რა დონეზეც დატოვა ბავშვთა ფეხბურთი ისევ ისეთი დონეა და სწორადაც მოიქცა რომ წავიდა........მართალს ამბობს დიდი გამოცდილება მივიღეო.....ეხლა მაგას შეუძლია მინიმუმ სხვას ურჩიოს და ის შეცდომები რაც მაგას მოუვიდა სხვამ არ გააიმეოროს
ნებისმიერს კითხეთ ქუთაისში,თუგინდ თბილისში ფეხბურთელი რომ განვითარდესს ამისათვის აუცილებელია ბავშვობიდან წასვლა..... თუ არადა უნდა დაანებო თავი და სხვა საქმეს უნდა მიხედო.....(რაც რათქმა უნდა გუსატკენია)
wwwwwwwwwww
16 ნოემბერი 2017 09:33
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული