მადრიდის "ატლეტიკომ" და სპალ-მა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე მიიწვიეს

AutoSharing Option
ესპანეთის საფეხბურთო გრანდი მადრიდის "ატლეტიკო" და იტალიური სპალი ნიჭიერი ქართველი ფორვარდით ლადო ჩიხრაძით ინტერესდებიან.

ევროპის კლუბების ინტერესი ქართველი ნიჭიერი ფორვარდის ლადო ჩიხრაძის მიმართ მას შემდეგ გაიზარდა რაც მასზე დაგროვებული ვიდეომასალა და ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მათთვის.

კერძოდ, ესპანურმა კლუბმა მადრიდის "ატლეტიკომ" და ასევე იტალიურმა კლუბმა ფერარას სპალ-მა დიდი ინტერესი გამოთქვეს ლადო თავიანთ აკადემიებში სინჯებზე მიეწვიათ, სადაც იგი ნოემბრის ბოლოს გაემგზავრება.

ლადო ჩიხრაძე ამჟამად საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" რიგებს იცავს და 17-წლამდელთა გუნდში თამაშობს. მას მხოლოდ ახლახან  შეუსრულდა 16 წელი. აღნიშნავენ, რომ იგი
შესამჩნევი პროგრესით  ვითარდება,  გამოირჩევა გოლის გატანის ალღოთი და  შეუპოვარი საფეხბურთო ხასიათით. 

ასევე აღნიშნავენ  მის  ფიზიკურ კონდიციებს და სხეულის ათლეტურ სტრუქტურას, რომელიც მწვრთნელებს  მისი განვითარების იმედებს კიდევ უფრო მატებს.

ნამდვილად სასიხარულო ინფორმაციაა როდესაც ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა მოექცა ესპანური და იტალიური კლუბების ინტერესის სფეროში. იმედია ევროპაში მისი საფეხბურთო კარიერის გაგრძელების შემთხვევაში, იგი მომავალში ჩამოყალიბდება ძლიერ ცენტრალურ თავდამსხმელად, ასახელებს  ჩვენ ქვეყანას და დაეხმარება საქართველოს ნაკრებებს წარმატებების მიღწევაში.

®
მკითხველის კომენტარები / 6 /
რეკლამის ნიშნის გარეშე მაინც დაგებეჭდათ სტატია. ხომ დაღუპეთ მომავალი ,,ვარსკვლავი''
რეკლამა
10:28 20-11-2017
4
ბოღმამ არ დაგახჩოთ....რა ჯანდაბა გჭირთ თუარ გიხარია ნუ გშურს მაინც წარმატება და წინსვლა
დარეჯანი
02:16 21-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული