
„რეგიონთა თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და ფიფას მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელთა სელექციისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პლატფორმის შექმნაა. წელს 14-წლამდე
ფინალური დაპირსპირების შემდეგ გამარჯვებული გუნდი, ფინალისტი და 3-4 ადგილის მფლობელი გუნდები, ასევე გამორჩეული ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა დააჯილდოვეს.
„გილოცავთ, გათამაშების წარმატების დასრულებას და თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ წარმატებას. ეს პროექტი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ თქვენნაირ ადამიანებს, მონდომებულ ფეხბურთელებს ჰქონდეთ საშუალება გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი ნიჭი. ჩვენთვის, ფეხბურთის ფედერაციისათვის კი იმის გარანტია, რომ არცერთი ნიჭიერი ბავშვი არ დარჩება შეუმჩნეველი,“-განაცხადა კახა ჭუმბურიძემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
GFF.GE