- როგორ მიმდინარეობს მზადება მატჩისთვის? როგორი სიტუაციაა გუნდში?
- შეკრებაზე ვართ 13 ნოემბრიდან და ჩვეულებრივ რეჟიმში ვემზადებით, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მატჩისთვის.
- დანაკლისი ხომ არ არის და ტრავმირებული ფეხბურთელებიდან რომელიმე ხომ არ შემოუერთდა გუნდს?
- არა დანაკლისი არ არის. ერთადერთი მათოზაშვილი დაგვემატა, ხოლო ბუიღლიშვილი და ლაკვეხელიანი ტრავმირებული არიან.
- ძალიან მძიმე თამაში იქნება, კარგი გუნდია და ათლეტური ფეხბურთელები ჰყავს. ერთ-ერთი ძლიერი მხარე რაც აქვთ, გრძელ გადაცემებს ცდილობენ და კონტრშეტევებზე აგებენ თამაშს. ჩვენ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, რომ ეს კონტრშეტევები არ გამოგვეპაროს.
- რა არის "საბურთალოს" მიზანი ამ მატჩში? შედეგიან ფრეს მივაღწიეთ სერბეთში და ხომ არ ვითამაშებთ უფრო დაცვით ფეხბურთს?
- "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს და მიზანი რა თქმა უნდა შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
- როდის გაირკვევა ვინ იქნება "საბურთალოს" მეტოქე, თუ ჩვენი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა?
- ამ მატჩის მერე კენჭისყრა იქნება 11 დეკემბერს და ჩვენ თუ ღმერთის წყალობით გავედით, მერე გაირკვევა მეტოქე.
- და ბოლოს რას ეტყოდით გულშემატკივარს?
- გულშემატკივარს ვთხოვ, რაც შეიძლება მრავლად მოვიდეს სტადიონზე და გაამხნევონ ჩვენი ფეხბურთელები. ჩვენც ჩვენი მხრიდან ვეცდებით, რომ გულშემატკივარს ლამაზი თამაში შევთავაზოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ.
- U19. საბურთალო VS ბროდარაცი - "მიხეილ მესხზე" ფეხბურთი გვიხმობს!