"საბურთალო" ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გმირულად დაემშვიდობა

AutoSharing Option
დღეს, 22 ნოემბერს, "საბურთალოს" 19-წლამდელები "ბროდარაცის" 19-წლამდელებს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და სერბულმა გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო.

შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო და თბილისელთა მცდელობები ძირითადად უშედეგოდ სრულდებოდა. სერბი ახალგაზრდები აგრესიულად თამაშობდნენ და იყო მომენტები, როდესაც სიმულაციებსაც მიმართავდნენ.

სერბებმა მაინც შეძლეს პირველივე ტაიმში უპირატესობის მოპოვება და მე-20 წუთზე პეჯიჩის გოლით დაწინაურდნენ.

მე-2 ტაიმში "საბურთალოს" ჰქონდა რამდენიმე რეალური მომენტი, მაგრამ გოლის გატანას მაინც ვერ ახერხებდნენ. საპასუხოდ ლუკიჩმა მეტოქე 58-ე
წუთზე ორ ბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

"საბურთალოს" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დანებებულან და ცდილობდნენ მატჩის შემოტრიალებას, 74-ე წუთზე რეალური მომენტიც გვქონდა, მაგრამ ცარიელ კარში ზუსტად ვერ დავარტყით. ხოლო 79-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა.

92- წუთზე იური ტაბატაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგ ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მსაჯმა ორივე გუნდიდან ფეხბურთელები გააძევა.

საბოლოოდ სტუმრად მეტი გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე "ბროდარაცი" გავიდა. შეგახსენებთ წინა შეხვედრა სერბეთში 1:1 დასრულდა.

საბურთალომ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნასყიდაშვილი, მალი, ფურცელაძე, ჯინჯოლავა, გულიაშვილი, კოხრეიძე, ივანიაძე (ტოკლიკიშვილი 79') ნიკოლაიშვილი, ხუბაშვილი, ხარაიშვილი (ხარაიშვილი 68'), კაპანაძე (ტაბატაძე 68')

მკითხველის კომენტარები / 5 /
თავიდანვე რომ დაცვა გვეთამაშა და კონტრშეტევაზე გვეჩალიჩა, არა? ბოდიში თამაში არ მინახავს, მაგრამ აქ წერია თავიდან ჩვენები უფრო ცდილობდნენო.
haha
10:52 23-11-2017
0
ჯინჯოლავა საუკეთესო იყო მისთვის მეტი თავისუფლება უნდა მიეცათ ორივე ბურთი მის წინ გააქტიურებას მოჰყვა თავი არავის დაუზოგავს. ყველანიკარგები არიან.
მირიანი
10:05 23-11-2017
0

სიახლეები პოპულარული