"ბროდარაცი" 19-წლამდელთა მწვრთნელმა, ზელიკო კალაჯიჩმა მატჩზე ისაუბრა:
"ყველას გილოცავთ დღევანდელ თამაშს, რთული გადასატანია რაც მოხდა "საბურთალოსთვის", მაგრამ ეს ფეხბურთია. დიდ მადლობას გიხდით სტუმართმოყვარეობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ქართულ გუნდს.
ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, რათა სასურველი შედეგი დაეფიქსირებინათ. ვიცოდი, ტექნიკურ გუნდს ვეთამაშებოდით და მინდა გითხრათ, კარგი მომავალი აქვს "საბურთალოს".
ფაქტია, გასვლით შეხვედრებს უკეთესად ვთამაშობთ.
ლამაზი სტადიონია და მადლობას ვუხდი ქართველებს ესეთი კარგი
"საბურთალოდან "10 ნომერს (გიორგი კოხრეიძე) და 2 ნომერს (ნიკოლოზ მალი) გამოვარჩევდი, ძალიან კარგი გუნდია და კარგი მწვრთნელი ყავს, რომლის ხელიც ეტყობა გუნდს და საინტერესო ხედვებიც აქვს".