
დარჩა მხოლოდ ორი საპლეიოფო მატჩი, რომლის წილისყრაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს გაიმართა. წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ლიგა 3-ის საგზურისთვის 27 ნოემბერს, სამტრედიაში ერთმანეთს შეხვდებიან ზესტაფონის "მარგვეთი" და წყალტუბოს "სამგურალი 2", ხოლო 28 ნოემბერს, გორის "ქართლის" სტადიონზე - დუშეთის "არაგვი" და წალენჯიხის "სქური". ორივე შეხვედრა 13 საათზე დაიწყება.
რაც შეეხებათ დანარჩენებს: რეგიონული ლიგიდან აღზევდნენ ჩოხატაურის "ბახმარო", ხელვაჩაურის "მაჭახელა", თბილისის "საბურთალო 2" და თბილისის "ვარკეთილი".
ლიგიდან გავარდნილების ვინაობა ასეთია: ზუგდიდის
ლიგა 3-დან კი ოთხი კლუბი დაქვეითდა: თერჯოლის "საპოვნელა", ცხინვალის "ლიახვი", ხარაგაულის "ჩხერიმელა" და ზუგდიდის "ოდიში 1919".
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით