მაგრამ თუ გადავხედავთ 23 წლამდე ქართველ ფეხბურთელებს, გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, თუ რა თქმა უნდა, სხვა ღირებულებებზე არ გაცვლიან სპორტულ ასპარეზს.
გთავაზობთ 10 23 წლამდე ქართველ ფეხბურთელს, რომლებიც გერმანულ გამოცემა transfermarkt-ზე ამ დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებულნი არიან.
10. ვაკო გვილია ("ბატე") - 23 წლის - 500 000 ევრო - ქართველ ნახევარმცველს ბოლო სეზონია, არ ეძლევა კლუბში თამაშის საშუალება, არადა, საქართველოს ნაკრებში თავის პოზიციაზე ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. ვაკო ნაკრებში ყოველთვის კარგი
9. საბა ლობჟანიძე ("რანდერსი") - 22 წლის - 550 000 ევრო - საბას სხვადასხვა მიზეზის გამო უთამაშებლობა საქართველოს ჩემპიონატშიც და დანიის სუპერლიგაშიც გამოუცდია, მაგრამ როგორც კი მინდორზე გასულა, დაუმტკიცებია, რომ მუდმივად იმსახურებს ძირითად შემადგენლობას. იმის მიუხედავად, რომ "რანდერსი" არ არის წარმატებული კლუბი, ლობჟანიძე მაინც ახერხებს თავის გამოჩენას და მის ანგარიშზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
8. ჯიმი ტაბიძე ("უფა") - 21 წლის - 600 000 ევრო - ტაბიძე ყოველთვის ახერხებს უცხოური კლუბებისგან ყურადღების მიქცევას. მან თავი დაიმკვიდრა რუსეთის პრემიერლიგაში და ერთ-ერთ პერსპექტიულ მცველადაც ითვლება.
7. ლაშა დვალი ("პოგონი") - 22 წლის - 600 000 ევრო - ლაშა კლუბების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. თუ მის სატრანსფერო ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მის საფეხბურთო ასპარეზზე 9 კლუბი ფიგურირებს უკვე. მიუხედავად ამისა, მან შეძლო "პოგონში" თავის დამკვიდრება და პოლონეთის ექსტრაკლასაში შეუცვლელად ასპარეზობს.
6. ოთარ კიტეიშვილი ("დინამო") - 21 წლის - 650 000 ევრო - ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც "დინამოს" რიგებს შემორჩა. რამდენად მოახერხებს მის შენარჩუნებას თბილისური კლუბი სამომავლოდ, ძნელი სათქმელია. კიტეიშვილის ნიჭზე ისიც მეტყველებს, რომ მის მიმართ ინტერესს ვლადიმირ ვაისიც იჩენს და საქართველოს ნაკრებშიც იყო გამოძახებული.
5. გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო") - 21 წლის - 650 000 ევრო - 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემა, ეს არის მისი მონაგარი ეროვნულ ლიგაში. მას ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და უკვე ზაფხულში მის მიმართ ინტერესს გერმანული, ჰოლანდიური და დანიური კლუბები იჩენდნენ.
4. გიორგი არაბიძე ("შახტარი) - 19 წლის - 700 000 ევრო - არაბიძის მიმართ დღემდე არსებობს იმედები. ის ჯერ კიდევ დონეცკური კლუბის 21-წლამდელებში რჩება და რთული სავარაუდოა, რომ ის მთავარ შემადგენლობაში ვიხილოთ. ქართველი ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი, ალბათ, ზამთარშივე კლუბის გამოცვლა იქნება, რადგან ის ახალგაზრდულშიც ვერ ბრწყინავს და სხვა სათამაშო ასპარეზმა შეიძლება უფრო გახსნას.
3. ნიკა კაჭარავა ("კორონა") - 23 წლის - 700 000 ევრო - ფაქტია, რომ ეროვნულ ნაკრებში თავსამსხმელის პრობლემის გადაჭრა ნიკას შეუძლია, რადგან მას ყველანაირი მონაცემი აქვს, იყოს იდეალური ფორვარდი. სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა ტრავმა და უკვე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. აღსანიშნავია ისიც, რომ კაჭარავა ორჯერ მოხვდა პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურში.
2. გიორგი აბურჯანია ("სევილია B") - 22 წლის - 800 000 ევრო - აბურჯანიას მთავარი შეცდომა ალბათ ცუდი საფეხბურთო აგენტია, რადგან როცა ის ბრწყინავდა "ხიმნასტიკში", მოხვდა "სევილიას" მეორე გუნდში, სადაც სრულყოფილად დღემდე ვერ დაიმკვიდრა თავი. ფაქტია, მას განვითარების შესაძლებლობა ანდალუსიურ კლუბში არ ეძლევა და ახალი საფეხბურთო ასპარეზი იდეალური ვარიანტი იქნებოდა მისთვის.
1. გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი") - 18 წლის - 1 200 000 ევრო - ჩაკვეტაძეზე ბევრი დაიწერა და ბევრიც ითქვა, მაგრამ ფაქტია, რომ "გენტი" არ არის ის გუნდი, სადაც უნდა ითამაშოს.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ამჟამად ტრავმა აქვს და გამოჯანმრთელების მიუხედავად, რამდენად მოხვდება ბელგიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში, ეს კიდევ საკითხავია.
ჩაკვეტაძე ფიფიამ გაყიდა როგორც რიგითი მონა,
ფიფია გასაგდებია ქართული ფეხბურთიდან