
”გიორგი ბინალიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ჯემალ ჩხაიძე იყვნენ. ფეხბურთში არიან გარეულნი. აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს. არ ვიცი, რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი. მე არ დავინდობ, ყველას ამოვალპობ“, - განაცხადა ეკა ტუღუშმა.
გარდაცვლილის დედის, მანანა ტუღუშის განცხადებით, მასთან ფედერაციიდან იყვნენ მისულნი. ”აქ იყვნენ მოსულნი, ჩემი
დღეს მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში.
interpressnews.ge