ისტორიული ხელშეკრულება - როგორი იქნება ბათუმის სტადიონი

AutoSharing Option
"ეს არის ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულება და მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე" - ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების ოფიციალურ ცერემონიაზე გააკეთა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობა 100 მილიონ ლარამდე დაჯდება.

სტადიონი, რომელიც 20 000 ადამიანს დაიტევს, უეფა-ს მე-4 კატეგორიის იქნება და ხელშეკრულების მიხედვით, 34 თვეში უნდა აშენდეს.

  • ბათუმის სტადიონს ტენდერში გამარჯვებული შპს "ანაგი" ააშენებს.
  • დოკუმენტს შპს "სტადიონის"
    დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს "ანაგის" დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს ხელი.
  • შპს "ანაგის" მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარს შეადგენს.
  • ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა.
  • სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
  • სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის ირგვლივ მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეებს იმეორებს.
  • სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული.
  • იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის შეხვედრა ჩატარდება, სტადიონის შენობა ღამით საქართველოს, აჭარის და ბათუმის "დინამოს" დროშის, ასევე, საქართველოსა და აჭარის გერბის ფერების მიხედვით განათდება.
  • სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: ავტობუსების, სპორტსმენების, VIP და მედიის.
  • ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა
Sportall.Ge

Sportall.Ge

ფოტოები: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს "ფეისბუქგვერდი"

მკითხველის კომენტარები / 12 /
აი როგორ ზღაპრად მეჩვენება იცი? :) იმედია მართლა ააშებენ, ბათუმი იმსახურებს სტადიონს, მაგარი ფანები ჰყავთ :)
Tbiliseli
15:35 14-12-2017
2
წარმატებები ბათუმს! ბათუმი უნდა დაბრუნდეს უმაღლეს ლიგაში!
ქუთაისელი
17:44 14-12-2017
1

სიახლეები პოპულარული