
იორნ ლარსენი: „როდესაც 10 წლის წინ საქართველოში, პირველად ჩამოვედი, მიმაჩნდა, რომ აქ ძალიან ცოტა მსაჯი იყო - დაახლოებით 160-170
კურსანტის აკადემიაში მოხვედრის შემდეგ, მისთვის მომზადება, ეკიპირება და სასწავლო მასალები უფასოა. სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ რეალური შანსი, სამსაჯო კარიერა დაიწყონ.
მომავალ მსაჯებს სასწავლო პროცესის დაწყება ასევე მიულოცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა: „ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო მიმართულება ბევრ სხვადასხვა პროექტს მოიცავს, მათ შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესია „მსაჯთა აკადემია“. ამ პროექტის დაწყებისთანავე 500-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, ესწავლა მსაჯთა აკადემიაში, რაც რა თქმა უნდა მისასალემებელია. დღეს 30-მა შერჩეულმა ადამიანმა დაიწყო სწავლა. ეს პროექტი უეფასთან ერთად ხორციელდება და მათი მხარდაჭერის დასტურია, რომ დღეს უეფადან ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს სწავლას იწყებენ საფუძვლიანად დაეუფლონ მსაჯის პროფესიას და ქართული ფეხბურთის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ, “-აღნიშნა მან.
მსაჯთა აკადემიის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია აღნიშნულ პროექტს ქართული ფეხბურთისთვის კომენტარი სფფ-ის სამსაჯო კომიტეტის თავჯდომარემ, თენგიზ სულაქველიძემაც გააკეთა.
პირველი დღე შეაფასეს პროექტის მონაწილეებმაც: „ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მინდოდა, რომ ქართულ ფეხბურთში ჩემი წვლილი შემეტენა. ამის გაკეთება ბევრგან ვცადე, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ სიამოვნებით ვიქნებოდი მსაჯი და ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა. ვხვდები, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერს თავს გავართმევ,”- განაცხადა ვიკა სახურიამ, რომელიც ერთერთია იმ 7 გოგონას შორის, რომელიც უახლესი პროექტის მონაწილეები არიან.
საქართველოში ფეხბურთით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის პროექტის მნიშვნელობა აღნიშნა კურსის სხვა მონაწილემ, გიორგი არჩვაძემ: “ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან საქართველოში ფეხბურთით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პრაქტიკულად პირველად მიეცათ შანსი ესეთ მასშტაბურ პროექტში ჩართულიყვნენ და ვფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მომავალში აქტიურად დავუკავშირდეთ ფეხბურთს.”
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მსაჯთა აკადემია“ მსურველების სწავლებასთან ერთად, უკვე მოქმედი მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნებს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
ერთი ქართველი მსაჯი მითხარით, რომელიც უეფას ან ფიფას თამაშებს მსაჯობდეს? თქვენი ფულის საჭრელი მანქანა დეიწვას.