"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ოფიციალურ ვებგვერდზე სფფ-ის აღმასკომის სხდომას გამოეხმაურა.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"27 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომლის დღის წესრიგში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნების საკითხი უნდა განხილულიყო.

საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ აღმასკომს ეს საკითხი საერთოდ არ განუხილავს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის არგადაწყვეტის მიზეზად აღმასკომის სხდომაზე ილია კოკაიას არგამოცხადება დაასახელა.


როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის
ფედერაციამ ჩვენს კლუბს ეროვნულ ჩემპიონატში რეინტეგრაცია შესთავაზა, "ზესტაფონმა" ამ შეთავაზებას წერილობითი თანხმობით უპასუხა, რაც თავისთავად ნიშნავდა იმას, რომ კლუბის მფლობელი ხდებოდა გუნდის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობის გარანტი.

ილია კოკაიას საქართველოში არყოფნის გათვალისწინებით, კლუბმა წინასწარ აცნობა ფედერაციას, რომ აღმასკომის სხდომას დაესწრებოდა კლუბის უფლებამოსილი წარმომადგენელი. სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფედერაციაში მისულ კლუბის იურისტ ავთანდილ ნაცვალაძეს არ მისცეს აღმასკომის სხდომაზე დასწრების საშუალება...

ჩვენს გულწრფელ გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა, საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, მოახდინა ფეხბურთის ფედერაციის წევრი იურიდიული სუბიექტის, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ინტერესების იგნორირება და ამ პრობლემის ჩიხში შესვლა დააბრალა კლუბის მფლობელს, რომლის პოზიცია იმთავითვე ცნობილი იყო მის მიერ წარმოდგენილი გარანტიებით...

უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია გამართავს საგანგებო პრესკონფერენციას, რომელზეც ქართულ ფეხბურთში არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ ვრცლად ისაუბრებს".

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 13 /
ამათ როგორ გინდა დაუჯერო? გულშემატკივრებმა ვიცით კოკაიას პოზიცია და იმათაც იცოდნენ.ფედერაცია ტყუის მგონია. საბაბი მოძებნეს და ემოციურ ისტერიკას ჰგავდა კობიაშვილის განცხადება.ცუდი ამბავია ეს ძალიან და დროა ორგანოები დაინტერესდნენ უკვე სერიოზულად- რა ხდება საერთოდ ფედერაციაში
ანრი
27 დეკემბერი 2017 17:05
6
ეს სახეობა კიდევ გვაქვს? კიდევ გვაინტერესებს?მე მეგონა მარტო ფულის მრეცხავებს და ტოტალიზატორის ლომებს აინტერესებთ.საოცარია
ზურა
27 დეკემბერი 2017 21:37
2
კარგით რა.. დაჯექით ერთად და მოილაპარაკეთ. უბრალო გულშემატკვარს ნუ აგვიცრუებთ ყველაფერზე გულს! ორევეს რომ გეყოთ ჭკუა და შეიკრიბოთ, არა?
ქუთაისელი
27 დეკემბერი 2017 16:30
0
შეურაცხყოფილად იგრძნო თურმე თავი და ამას უნდა გადაყვეს ყველაფერი. გუნდის პოზიცია ზუსტადაც იურისტმა უნდა დააფიქსიროს. ამდენი ხანი რომ ატყუებ ხალხს, ჩვენ არ ვართ შეურაცხყოფილი? ასაკობრივ, ახალგაზრდულ თუ ერროვნულ ნაკრებში სრული რეგრესიას. ჩვენი გუნდები პლრიოფში მაინც გადიოდნენ ევროპალიგაზე. ახლა პირველი ეტაპზე სამარცხვინო ანგარიშებით ვაგებთ, მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა. ამაზე უარესი არსებობს რამე? ალბათ "მოახერხებ" და უარესსაც გვაჩვენებ რამეს. ყველგან მისი საძმაკაცოა დასაქმებული, პროფესიონალიზმს არ აქვს მნიშვნელობა. კრიტერიუმი ძმაკაცობაა. ინაწილებენ ბიუჯეტის ფულს და სხვა იქ ზედმეტია, კომფორტულად გრძნობენ თავს. ქვეყანაც კიდიათ და ფეხბურთიც. ესაა სიმართლე.
1
28 დეკემბერი 2017 12:17
0
კობიაშვილი მოშორდეს ან ფედერაციას ან პარლამენტს.არც ერთ ადგილას არ უსკდება თავი..
სტატუს ქუო
28 დეკემბერი 2017 00:49
2
მერე იტყოდა კოკაია, უჩემოთ რა გადაწყვიტეს, მე რა ვიციო. იძახე მერე, ტQვენი იურისტი იყოო. ანდები წელია ეს საკითხი აღელვებს მთელ საქართველოს, ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს, მეგონა პირველ რიგში კოკაიას. ალბათ ვცდებოდი. როგორ შეიძლებოდა არ მისულიყო აღმასკომზე, სადაც წყდებოდა ზესტაფონის ბედი. იმ ავადსახსენებელ წლებში, როდესაც აღმასკომმა მოკვეთა ზესტაფონი, მაშინაც არ მოუკლავს თავი ბრძოლით ბ-ნ ილიას (ნამდვილად გამიჭირდება აქ გამტყუნება - სააკაშვილის და მისი ბანდიტების ბევრს ეშინოდა). მე ასეთ დასკვნას ვაკეთებ: ფეხბურთი და ზესტაფონი უყვარდა, შექმნა და მერე ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით, ეხლა უკვე შეეჩვია უფეხბურთობას, აღარ უნდა ხელმეორედ თავიდან დაწყება. ჰო და თქვას პირდაპირ, გადავუხადოთ მადლობა, რაც შეუძლია აჩუქოს ზესტაფონს, დანარჩენი გაყიდოს აუქციონზე და შექმნან ახალი კლუბი და დაიწყება თავიდან ყველაფერი. აი ეს იქნება სწორი და ალალი, ბატონო ილია.
alexandre
27 დეკემბერი 2017 17:39
6
კარგით რა,ნუ ყვებით ზღაპრებს.კაცმა 1 თვით ადრე იცოდა სხდომის გამარტვის დრო და ადგილი და 1 დღიტ ვერ ჩამოვიდა?გჯერათ ეს ზღაპრები ვინმეს???მამფლობელის დასწრებით ხდებოდა გუნდის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობის გარანტი-აი ეს არ უნდოდა კოკაიას.
mamulo
27 დეკემბერი 2017 16:15
5
მე პირადად კოკაია ინტრიგანი მგონია. ყოველ შემთხვევაში მონაცემები აქვს. ეხლა მოვა და იქეთ შეედავება. კოკაია ზესტაფონში იყო იმ მიზნით რომ დაეცვა თავისი ბიზნესი, ჰო და ზუსტად იმ ბიზნესიდან შემოსულ თანხის ნაწილს ხარჯავდა, სხვათაშორის ფიფიაც ხარჯავდა აზოტის ქარხნიდან ფულს (მაგ პირობით მისცეს ნაცებმა აზოტი, რომ მოგებას დინამოში ჩადებდა). ახლა კოკაიას აღარ ჭირდება ზედმეტი ხარჯი, ამიტომაც უჭირავს ეგეთი გაბუტულის პოზიცია (ხოლო ფიფიას აზოტი "საქართველოს ბანკმა" უსინდისოდ დააწერა). ასე რომ გადაბრალებებს მოვრჩეთ.
haha
28 დეკემბერი 2017 13:14
3
გაიგე ეხლა რა ხდება და ვის რა უნდა... ისე სფფ-ს რა უშლის ხელს ერთი სეზონი 11გუნდიანი ჩემპიონატი ჩაატაროს?! კოკაიასაც მეტი ინტერესი ექნება დაბრუნდეს ფეხბურთში!!
Gio
28 დეკემბერი 2017 01:40
1
არც ერთისმჯერა არც მეორის იმას კი ვხედავ რომ ფეხბურთში ძალიან ცუდი ვითარებაა ამდენი ფული (ხალხის ფული) იხარჯება ფედერაცია ხელფასს იგებს და შედეგი არ ანაღვლებს პასუხს მოთხოვს ვინმე თუუუ ეხხხხხხხხხხხხ
gujaa
28 დეკემბერი 2017 19:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული