შეგახსენებთ, რომ ზაზა ჯანაშიამ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით "ზუგდიდი" 61 000 ლარად შეიძინა.
გამოცემაც ასევე იმორისტული ფოტოშარჟი გააკეთა, სადაც ის ნივთები ჩამოთვალა რისი ყიდვაც შეიძლება ამ ფასად საქართველოში.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
"ჯანაშია - ალბათ "ლოკომოტივის" 90-ანი წლების ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია. 2018 წლის დასაწყისში მან მშობლიური კლუბი "ზუგდიდი" შეიძინა, სადაც 1991 წელს კარიერას იწყებდა.
ამჟამად კლუბი საქართველოს მესამე
ჯანასიამ ელექტრონული აუქციონი მოიგო და "ზუგდიდი" 61 000 ლარად (20 ათასი ევრო, 23.4 ათასი დოლარი, 1.33 მილიონი რუბლი) შეიძინა.
უახლოესს ორ კვირაში მან მერიასთან კლუბის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი.
- ელექტრონული აუქციონი - ეს საერთოდ რა არის?
- ქალაქს გამოაქვს კლუბი გასაყიდად. ითვლის რამდენი ღირს კლუბი, ნებისმიერს შეეძლო ფასის აწევა, მაგრამ არავინ გააკეთა. ალბათ არ უნდოდათ. ყველა, ვინც ქალაქში ცხოვრობს, სურდა, რომ კლუბი მე მეყიდა. აუქციონი 28 დეკემბერს გაიხსნა, ხოლო ბოლო დღეს 5 იანვარს, როცა უკვე დამთავრებამდე 10-15 წუთი იყო დარჩენილი, დავაჭირე ღილაკს 61 ათასი და ვიყიდე კლუბი.
- რათ გინდათ საკუთარი კლუბი?
- ზუდიდში დავიბადე და გავიზარდე. ადგილობრივი გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნას. ამას დამატებული "ზუგდიდს" დიდი პოტენციალი აქვს. იქ კარგი თაობა იზრდება, მათ რამენაირად უნდა დავეხმაროთ. 5-6 თვის განმავლობაში, რაც აქვს დაუჯერებელი ვნახე. ისეთი ბავშვები არიან! "ზუგდიდიდან" ერთი ჯანაშია კი არა 2 ან 3 გამოვა. ვფიქრობ, რომ ამის გაკეტებას შევძლებ. ყველა ტალანტი, რომელიც საქართველოში თამაშობს აქედანაა.
- 23.5 ათასი დოლარი დიდი თანხაა. ადვილად შეძელით გადახდა?
- თანხა სერიოზულია რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ მოსკოვის "ლოკომოტივი" დამეხმარება. რუსულ კლუბთან ადრეც მისაუბრია "ზუგდიდზე". არც ისე ბევრი სახრსრებია საჭირო, რომ ქართული კლუბი დააფინანსო.
- რამდენი?
- ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა მოსკოვში ჩავალ და "ლოკომოტივის" წარმოამდგენლებს შეხვდები. ბოლოს და ბოლოს "ლოკო" ჩემი მშობლიური კლუბია. გვერდს არ ამივლიან.
- "ზუგდიდის" ბიუჯეტი გარკვეულია?
- 200 000 ლარი მაქვს, რომელსაც ყოველწლიურად სახელმწიფო მესამე ლიგის კლუბებს ურიცხავს, მაგრამ 200 ათასი არაფერია. ეს თანხა ვერ დაგვეხმარება, მაგრამ მეორე ლიგაში უკვე 700 ათას იძლევიან, ხოლო მთავარ ლიგაში უფრო მეტს. მთავარ ლიგამდე კიდევ ორი წელი მინდა.
- კახა კალაძეს იცნობთ, ის კარგი მერია თბილისისთვის?
- ძალიან! ახალ წელს მაგრად გაალამაზა ქალაქი. ასეთი სილამაზე დიდი ხანია არ მინახავს. ერთმანეთს ვიცნობთ, მიმოწერა გვაქვს ზოგჯერ, მაგრამ მას ცოტა თავისუფალი დრო აქვს.
- მწვრთნელზე სწავლობდით. რომელი კატეგორია გაქვთ ახლა?
- A ლატეგორია დავამთავრე, PRO-ც შემიძლია ჩავაბარო. თავად "ზუგდიდს" არ გავწვრთნი: თანამდებობდა არ მიწყობს ხელს. კარგი მწვრთნელები ისედაც გვყავს.
- იქნებ "ლოკომოტივიდან" ვინმე ნაცნობს ჩააბარებთ გუნდს?
- სიამოვნებით, მაგრამ ბიუჯეტი ხელს არ მიწყობს.
- სიომინის (რედ: მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი) დაპატიჟება არ გინდათ?
- მინდა, ერთი წლით მაინც! სტუმრად აუცილებლად სიომინიც და ყველა ლოკომოტიველი და ხელმძვანელობაც. ჩემს კლუბს ვანახებ და რა შეიძლება აქ გაკეთდეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩემს გეგმებში აკადემია შედის. "ზუგდიდს" ორი მოედანი აქვს და კიდევ ორის გაკეთება შეიზლება.
ზუგდიდში ყველას უნდა ფეხბურთის თამაში, ამის გარდა იქ არაფერია.
- როდის ველოდოთ "ზუგდიდს" ჩემპიონთა ლიგაში?
- ორი წლის შემდეგ! სერიოზულად კი, მინდა, რომ აქ ის გავაკეთო, რაც "ლოკომოტივში" ვნახე. სიომინმა ისე გააკეთა, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთი უყვარდა ოჯახებით მეგობრობდნენ. იმედია "ზუგდიდშიც" ასეთი კოლექტივი იქნება. ასე თუ მოხდა, ე.ი. ყველაფერი გამომივიდა.
- გამარჯვების შემდეგ სახინკლეში წაიყვანთ გუნდს?
- როცა გუნდი იგებს, ყველაფერი შეიძლება!
- როგორ ფიქრობთ "ლოკომოტივი" ჩემპიონი გახდება?
- 100 პროცენტით. მთელ საქართველოს სურს ეს, რადგან იქ კვირკველია თამაშობს. ადრე ჯანაშია იყო, ახლა საბა.
- "ლოკომოტივიდან" ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად?
- კვირკველია, რომ მოაშორო დაცვაში ქაოსი იქნება. ჩვენ დორსაც "ლოკო" ძლიერი იყო დაცვაში. გოლებს საერთოდ არ ვუშვებდით. ეს სიომინის ერთ-ერთი "ფიშკა" იყო. როცა საბას ვხედავ, ჩუგაინოვი მახსენდება.
- ჯანაშია-ფეხბურთელი კვირკველიას გასცდებოდა?
- (იცინის) გასცდებოდა! მაგრამ რთული იქნებოდა. საბას გრძელი ფეხები აქვს, მაღალია, როცა ის დაიღელბა, მაშინ შეიძლება მას გასცდე.
- კვირკველიამ რუსეთის ნაკრებს საქართველო არჩია, ხოლო ჯიქიამ პირიქით. გიორგი გესმით?
- არა. ქართველები ისედაც ცოტანი არიან. კარგი ფეხბურთელები გვჭირდება. რუსეთი კიდე უზარმაზარია და ფეხბურთელს მოძებნი. ნათელია, კვირკველია რუსეთის ნაკრებს არ აწყდენა, მაგრამ ჩვენ? ამიტომ მინდა ახალი თაობის გაზრდა, რომელიც საქართველოს ნაკრებს გამოადგება.
- ვინ უფრო ძლიერია, კვირკველია თუ ჯიქია?
- მწვრთნელები გუნდებში მათ სხვადასხვანაირად აყენებენ და მოთხოვნებიც სხვა აქვთ, მაგრამ ახლა ჩანს, რომ საბა უფრო ძლიერია. წავიკითხე, რომ ინგლისურ პრემიერლიგაში შეუძლია გადასვლა, მაგრამ სიმონის მას ალბათ არ გაუშვებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ქართველები უყვარს. სიომინი ინტერვიუში ამბობდა: "ქართველების გარეშე, გუნდი არ კეთდება".
- სიომინის ყველაზე საყვარელი ქართველი ხართ?
- ნამდვილად!
- "ლოკომოტივში" გოლებს ისე ლამაზად, როგორც თქვენ, ვინ აღნიშნავს?
- არავინ. ჩემი შვილი აკეთებს სალტოებს. მას ვაჩვენებდი და ისწავლა. ახლა ის 9 წლისაა და ისიც თავდამსხმელია. მამის კვალს გაჰყვა.
- სამივე შვილს "ზუგდიდში" გადაიყვანთ?
- აბა სად წავლენ! უფროსი უკვე ჩვენთანაა, ის 14 წლისაა. ორი თბილისის "დინამოს" აკადემიაშია. თუ იქ კარგად ითამაშებენ, ჩვენთან მოვიწვევ. სამიდან ერთი მაინც გახდება ჯანაშიის საფეხბურთო შთამომავლობის გამგრძელებელი!
დიდ საქმეს აკეთებს ზაზა.
ამიტომაც იყო რომ მთელს ზუგდიდს და მთელს საქართველოს სურდა რომ მას ეყიდა ეს კლუბი 61 000 ლარად და არა მეტად, ამიტომაც ფასი არავინ დაუმატა აუქციონზე,რომ ზაზას ხელი არ შეშლოდა.
ახლა კი ეს დიდებული კაცი საკუთარ კლუბს საბიუჯეტო ფულით მოამარაგებს და იქნებ რაიმეს გამოკრას ხელი,ცოტა მოსკოვის კლუბიდანაც წამოიღოს იქნებ ფული, ცოტას ვიღაც აჩუქებს.
ბიუჯეტმა ხომ დაისვა კისერზე ეს კერძო მგლობელები და ეგაა.
სამომავლოდ მეორე ლიგის 700 000 და მერე 1-ლი ლიგის 900 000-ს უმიზნებს.
ფედერაციააა საით მიგყავს ქართული ფეხბურთი თუ ხვდები?გაგიჟიდთ საერთოდ? ეს ხომ სოფლის მეურნეობა არაა რომ ბიუჯეტიდან კერძო მეურნეობა დააფინანსო?
ერთ ოთახიან ბინას ძლივს იყიდი თბლისის გარეუბანში :D :D