15:26 21-01-2018
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა [VIDEO]
AutoSharing Option
ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სტადიონის გახსნის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები. ცერემონიაზე შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა.
საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408 მილიონი ლარია. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ანაგი" აშენებს.
"ყველას გვიხარია. ბედნიერები და ამაყები ვართ, რადგან ბათუმში ისტორიული პროექტის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დაიწყო. სულ რაღაც ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ცნობადობის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
არისს!!
3
0
ძალიან გასახარი ამბავია!
3
0
Gilocavt batumelebs da mtlian saqartvelos,me darwmunebuli var rom cotaxanshi batums rogorc kargi stadioni aseve kargi gundi geyolebat.warmatebebi...
1
0
როგორც იქნა! ძალიან მაგარიააააა.
10
1
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული