ლევან კობიაშვილი: ეს არის ისტორიული დღე, რომელზეც თითოეული ბათუმელი ოცნებობდა

AutoSharing Option
ეს არის ისტორიული დღე, რომელზეც თითოეული ბათუმელი ოცნებობდა, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

მისი თქმით, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა სპორტსმენებისთვისა და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია, სადაც არაერთი საფეხბურთო გუნდი ითამაშებს.

"მე ნამდვილად მეამაყებოდა და დღემდე მახსოვს ის ბოლო თამაში, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში ითამაშა. მე მოედანზე ვიყავი და ის ემოცია ნადვილად მნიშვნელოვანი იყო.

ამ სტადიონზე მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბათუმის "დინამო" ითამაშებს, რა საკვირველია, ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს. ბათუმისთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხით,
რომ ასეთი მასშტაბური ობიექტი და სტადიონი ვერ გავიხსენებ როდის აშენდა. ეს არის ისტორიული დღე, რომელზეც თითოეული ბათუმელი ოცნებობდა",- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.


წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისტორიული ის დღე იქნება, როდესაც სტადიონი გაიხსნება!!!
tngh
13:48 29-01-2018
0
სამინისტროს და ფედერაციის ატკატი რამდენი მილიონია.
bajo
12:35 22-01-2018
4

სიახლეები პოპულარული