"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ნოდარ ახალკაცი ფიფაში უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს.

ის ამ ორგანიზაციის წევრი ეროვნული ასოციაციების მმართველობის დეპარტამენტის თავმჯდომარეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაა მსოფლიო ფეხბურთის ოჯახში...

ზოგადად, ახალკაცების დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე განუზომელია. ცოტა ხნის წინ უფროსი ნოდარ ახალკაცის 80 წლის იუბილე აღინიშნა.

ორიოდ დღის წინ კი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ლეგენდარული მწვრთნელი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა...

"ლელომ" ნოდარ ახალკაცი-უმცროსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

- არ შეიძლება, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც არ გკითხოთ...
-
დიდი სჯა-ბაასი არ უნდა იმას, რომ საქართველოს ნაკრები თითოეული ჩვენგანისთვის არის უმთავრესი რამ. ჩვენ, ყველანი, დიდი ყურადღებითა და იმედით ვადევნებთ თვალს ეროვნული გუნდის თითოეულ თამაშს, გვეიმედება მისი წარმატების და ვხარობთ ამით.

პირადად მე, ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებს დღეს აღარ აქვს მეკარის პრობლემა და ამაში ჩვენი წვლილიცაა. სწორედ ჩვენ დროს მიიღეს სანაკრებო შანსი გიორგი ლორიამ და გიორგი მაკარიძემ. გავიხსენებ ესპანეთთან თბილისურ შეხვედრას, რომელიც მინიმალური ანგარიშით, 0:1 წავაგეთ.

იმ შეხვედრის განაცხადში მყოფი 18 ფეხბურთელიდან 15-ს ჩვენ დროს ჰქონდა გავლილი სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების სკოლა. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ დღეს ჯანო ანანიძე იცავს ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას.

თავადაც კარგად გახსოვთ, როგორ იყო ყველაფერი. ჯანო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ცხვირწინ ავაცალეთ რუსებს. კარგად გახსოვთ ის პერიოდიც - მაშინ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ამბობდა, ჯანოს რუსები წაგვართმევენ, ის დაკარგულია ჩვენთვის და ამის გამო პასუხისმგებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აიღოსო.

ფეხბურთელის ნებასთან ერთად, ჩვენმა აქტიურობამაც დიდი როლი შეასრულა. მაშინ პირდაპირ ვუთხარი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ექტორ კუპერს - ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მერე რუსები მას ვერანაირად ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი...

მე მჯეროდა, რომ კუპერი როგორც კი ნახავდა ჯანოს შეკრებაზე, საერთოდ აღარ იქნებოდა ამაზე ლაპარაკი... კუპერზე მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მანამდე, მას ისიც ვუთხარი - შეიძლება, ხვალ მე აღარ ვიყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ან თქვენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ჯანო საქართველოს დარჩება-მეთქი...

იხილეთ სრული ინტერვიუ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად ესე იყო ანანიძესთან მიმართებაში. პირადად ვარ მომსწრე ამ საუბრის და ანანიძის პირველი ვარჯიშის ნაკრებში..
tngh
19:57 21-01-2018
0
ამას რისი დამსახურება აქ ერთი ჩამოგეთვალა მაინც მამამისში გერევა მემგონი.მიშას ძნაკაცი რო იყო და 23მილიონის გაფლანგვას რო ედავებოდენ მის დროს ფედერაციას და რო ჩაფარცხენ ნაცებმა თუ ნემსაძესთან რო წააგო და უთავმოყვარეოდ რო დარჩა ხელმეორედ თანამდებობაზე წაგების მიუხედავათ.ანანიძე უშველის მაგ საქმეს.რა მოკლე მეხსიერება აქ ზოგიერთს.კარგი ისარი რო უმცირესობაში არიან ეგეთები.
zaza
14:19 22-01-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული