კახა ცხადაძე: საქართველოს ფედერაცია ზურგს უკან ძირს მითხრიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ azerisport.com-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამბიციურ აზერბაიჯანულ კლუბში მუშაობას ისურვებდა. გარდა ამისა, ცხადაძემ საქართველოს ნაკრებიდან წამოსვლის პერიოდზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას საქმიანობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ჯერ არ ვმუშაობ. თურქეთში ვიყავი, "ამკარის" მთავარ მწვრთნელ გაჯი გაჯიევს შევხვდი. სამწვრთნელო პროცესს ვარკვირდებოდი, ვესაუბრებოდი სპეციალისტს. პრაქტიკებს ვაგრძელებ, რომ ტონუსში ვიყო. შეთავაზებები კი არ მაქვს.

- "კეშლაში" (რედ: ყოფილი ბაქოს "ინტერი") სტაბილურად მუშაობდით, თუმცა შემდეგ საქართველოს ნაკრებსა და
"ქაირათში" საქმეები ვერ აგეწყოთ...

- ყველამ იცით, რა მოხდა საქართველოს ნაკრებში. ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ჩემთან მუშაობა არ ისურვა. მისი გუნდი მე მათიანად არ მთვლიდა. რაც შეეხება ყაზახეთს, ვერ ვიტყვი, რომ იქ საქმეები არ წამივიდა. ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა 67 მატჩში 47 მოგება მოიპოვა, თუ არ ვცდები, მხოლოდ 6 შეხვედრაში დავმარცხდით და ასევე მოვიგეთ ყაზახეთის სუპერთასი.

გუნდი გავიდა ფინალში, მაგრამ მაგ დროისთვის უკვე არ ვიყავი გუნდში. სასტარტო 4 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა, თუმცა ჩემი მოსვლის შემდეგ "ქაირათმა" საბოლოოდ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

ამ კლუბში ყველაფერი კარგად მქონდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტთან თავიდანვე შევთანხმდით, რომ გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა გამეყვანა. ამის მიღწევა ვერ შევძელით.

- დაბრუნდებოდით აზერბაიჯანის პრემიერლიგაში?
- თუ ასეთი წინადადება იქნება. ბუნებრივია, ვისურვებდი ისეთი გუნდის გაწვრთნას, რომელსაც მაქსიმალური ამოცანები ექნება. ჩემთვის ყოველთვის იყო საინტერესო ამბიციურ კლუბში მუშაობა.

- ერთი პერიოდი "კეშლასა" და საქართველოს ნაკრებში ერთდროულად მუშაობდით. ანალოგიურად იქცევა ახლა გურბან გურბანოვი. გაუჭირდება?
- როცა ნაკრებში მივედი, გუნდს შესარჩევ ეტაპზე შანსები უკვე აღარ ჰქონდა. ძალიან რთულია, ორი თანამდებობა შეათავსო. გურბანოვს ერთი უპირატესობა ექნება - მას ყველა დაეხმარება. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. საქართველოს ფედერაცია ზურგს უკან ძირს მითხრიდა.

წყარო: azerisport.com
მკითხველის კომენტარები / 14 /
კობიაშვილის მსგავსი უნიათო,უნდილი,უვარგისი(სიტყვებიც არ მყოფნის გამოსახატად)თავკაცი ფეხბურთის ფედერაციას ჯერ არ ჰყოლია! სხვებისგან განსხვავებით ეს ვირის აბანოშიც ამოყოფს თავს,როცა ხელისუფლება შეიცვლება.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
07 თებერვალი 2018 19:57
2
ნეტა რას აპიარებთ გამომივიდა ესეც დიდი მწვრთნელი.

ერთი აბიციური და ფულის (რომელსაც არ იმსხურებს)მომხვეტია და მეტი არაფერი
დათო
07 თებერვალი 2018 12:24
20
როდის დავანებებთ ქართველები მესიის ძიებას თავს და კერპების შექმნას რა მართლა გჯერათ რომ ცხადაძე გუნდს გაიყვანდა უბრალოდ მან ისარგებლა მომენტით იცოდა რომ გუნდს ვერ გაიყვანდა და არ დათანხმდა ხელფასის შემცირებას თორემ რა პრობლემა იყო დათანხმებულიყო ხელფასის შემცირებას და გასვლის შემთხვევაში აეღო პრემიალური ევროპელი მწვრთნელების უმეტესობა ასე იქცევა მითუმეტეს საკუთარ ქვეყანაში ნახეთ რამდენს აქვს უფრო დაბალი ხელფასი ვიდრე მაგას ჰქონდა და მერე წერეთ
nnn
07 თებერვალი 2018 12:09
7
კალაძე და ივანიშვილი გაქცევდა ზურგს აბა რა იქნებოდა.საქართველო იღუეპა ხალხო გავიგვიძოთ
butxa
06 თებერვალი 2018 22:56
7
ხომ გაგიგიათ: "ხემ თქვა, ცული რას მიზამდა, შიგ ჩემი ჯიშისა რომ არ ერიოსო"!
N
06 თებერვალი 2018 22:26
0
კახა ჩაიბარე ყაზახეთი. ვიცი პატრიოტი ხარ არ წახვალ საქართველოს წინააღმდეგ მაგრამ გირჩევ ჩაიბარო ყაზახეთი!
გიორგი
06 თებერვალი 2018 22:23
4
ხო და კახი ჩაიბარე ყაზახეთი და ანახე ვაისს სკოლააა.....
patrioti
06 თებერვალი 2018 21:41
6
ხელფასი არაფერ შუაში არ იყო, ამათ ჭირდებოდათ კაცი რომელიც მათ დირექტივებს გაატარებდა (დარწმუნებული ვარ ნაკრების თამაშებზე მაზაობენ), რაც შეეხება ბაჩანას ნაკრებში ყოფნას ეს რათქმაუნდა კახის შეცდომა იყო, იმიტომ კი არა რომ რამეს აფუჭებდა, იმიტომ რომ ქართველს აქვს ასეთი ხასიათი, არ პატიობს არაფერს და ყველგან წამოაძახებს. ცხადაძე დღესაც არის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი.
ქართვული ფეხბურთი დღეს წურბელების ხელშია დამთავარი წურბელა ზემოდან ლობირებს, გასაგებია ვინც.
ლაშა
06 თებერვალი 2018 21:40
10
ერთმანეთის ჭამით თუ გავძღებით,თორემ ისე რა გაგვაძღობს ჩვენ.
ტიმო
06 თებერვალი 2018 19:54
2
თანამედროვე გიორგი სააკაძე (ეს ხუმრობით, მაგრამ, სააკაძის მსგავსად ორჯერ გავაგდეთ საქართველოდან და ორივეჯერ, სადაც წავიდა წარმატებას მიაღწია).
ქომაგი
06 თებერვალი 2018 19:47
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული