რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..
- ფეხბურთი ისეთი სპორტია,
რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?
- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?
- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.
მკითხველის კომენტარები / 70 /
მიჩიხა!!! რათა, რათა, რათა, რათა!!!!!!!!!!!!!!!!
სავლე
09 თებერვალი 2018 12:00
2
ზურა-ს. რეზომ ხომ უნიკალური რამ თქვა, როცა ეს ფრაზები მოგვაწოდა -"საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში". საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს და ა. შ. "ქვეყნებს", რეზო აღითქვას თუ მაშინაც აღითქვავდა როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს? მაშინ რა გამოდის! სხვადასხვა დამოუკიდებელი ქვეყნების ფეხბურთელები, იკრიბებოდნენ ერთი ქვეყნის, სსრ კავშირის ნაკრებში? ჩვენ ხომ მაშინ დამოუკიდებლები არ ვიყავით? რაზე აპელირებს ბატონი რეზო? გაუგებარია ეს ყველაფერი ჩემთვის.
ლუკა ტონია
09 თებერვალი 2018 11:56
10
...ამის წაღმა-უკუღმა ქადაგებებმა ხომ ტვინი წაიღო რა!....
Lui
09 თებერვალი 2018 11:55
2
იყო კარგი ფეხბურთელი აპრიორი არ ნიშნავს იყო კარი მწვრთნელი ან მენეჯერი
თქვენი და თქვენნაირებს დაღუპულია ქართული ფეხბურთი - არაპროფესიონალიზმის ზეიმი
giorgi
09 თებერვალი 2018 11:51
6
ძოძუაშვილია არა პროფესიონალი ფეხბურთში ? რის საფუძველზე ამბობთ მაგას ?
zaza
09 თებერვალი 2018 12:06
8
თუ კაცი კარგად ხედავს პრობლემებს, დაასაქმე ის და გამძღარი აუცილებლად დაბრმავდება, შექმნის ლამაზ სიზმარს, იტყვის რომ ყველაფერი კარგადაა და რაც ცუდი გვჭირს გონდურასელი მემანქანეების, სამთავიანი დრაკონების, დათახსირებული გეების, გენმოდიფიცირებული სოიოს და გლობალური დათბობის ბრალია.
კარლ გუსტავ იუნგი
09 თებერვალი 2018 11:34
4
დიდო, ეს რა დრეში ყოფილა ქართული ფეხბურთი!!!! არ გამიკვირდა, შედეგები რატომ არ იყო!!! დავირაზმოთ და ომი გამოუცხადოთ ჩვენს მტრებს. თუმცა ჩვენგან ომის გამოცხადება რაღა საჭიროა, როცა ჩვენმა მტრებმა უკვე გამოგვიცხადეს ომი თურმე. დედა ,....
siko
09 თებერვალი 2018 11:23
6
16 ქვეყანა როგორ გამოდის, სულ 15 რესპუბლიკა იყო?
ზურა
09 თებერვალი 2018 11:19
5
15 რესპუბლიკა და + მოსკოვი . მოსკოვს ცალკე ქვოტა ჰქონდა ( არა ოფიციალური) . სსრკ-ს სპარტაკიადებზე კი ოფიციალურად მოსკოვი ცალკე გუნდებით გამოდიოდა და რსფსრ ცალკე გუნდებით . ამაჩიდაა საქმე :)
gerd miuleri
09 თებერვალი 2018 12:10
3
მე სულ სხა მიჩიხას ვიცნობ. თავისი პირდაპირი და რეალური მოსაზრებებით. რეზო, ჩემო კარგო ადამოანო და საყვარელო ვეტერანო ფეხბურთელო, სასაცილოდაც არ გვყოფნის მე და ჩემს მეგობრებს, შენს მიერ ამ ინტერვიუში გამოთქმული "მოსაზრებები". ვინ გვეომება ან რატომ გვეომება, რა ინტერესი შეიძლება იყოს ჩვენს მიმართ... კარგით რა რეზო, კარგით. დაგასაქმეს! ძალიან კარგი, მაგრამ ყველაფერი ხუთიანზე გეჩვენება, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება და გარე მტრები რომ არ გვყავდეს, შედეგები განსაცვიფრებელი იქნებოდა?!! სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს...
gogi vereli
09 თებერვალი 2018 11:18
4
გასაგებია ბატონო რეზო,რომ ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყავით მაგრამ,თანამედროვე ფეხბურთში თქვენი ხედვები ცოტა მოძველებულია და ძალიან გამიკვირდა რომ დასაქმდით ისეთ თანამდებობაზე რასაც სელექცია ქვია მგონია აქ უფრო ახალგაზრდები გამოგვადგებოდა თუნდაც თქვენი ვაჟი........მე თქვენს ადგილზე შევეშვებოდი საერთოდ ამ სფეროს ანუ სელექციას
ქუთაისელი
09 თებერვალი 2018 11:18
9
გადასახადისგა გათავისუფლებულები უნდა იყვნენ ბავშვები და მწვრთნელები უნდა შეიცვალოს ყველგან
givi
09 თებერვალი 2018 11:07
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული