რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..
- ფეხბურთი ისეთი სპორტია,
რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?
- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?
- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.
მკითხველის კომენტარები / 70 /
ფედერაციამ დაასაქმა ეხლა ეს და ფედერაცია და თვითონ არაფერ შუაში არიან. აი ასეთმა ვეტერანებმა დაღუპეს მართლა ფეხბურთი, ქეცბაია სწორი იყო ვეტერანებს რაც უთხრა, ფეხბურთი თვალდახელშუა დაიქცა და თუ გახსოვთ ერთი ვეტერანი ვისაც რაღაც სიტყვა ეთქმის ფეხბურთში, გინდა ჩივაძე, ხურცილავა, სულაქველიძე...რო გამოსულიყო და იქ მიმიდინარე განუკითხაობაზე , გინდა ბავშთა ფეხბურთის გასაჭირზე,გინდა კორუფციაზე რამე ეთქვათ, ყველა ერთად წოვდნენ სისხლს ქართულ ფეხბურთს და იმიტომ იყვნენ ჩუმად,მაგათმა ყველამ უღალატეს იმ ქართულ ფეხბურთს, რომელმაც ეგენი კაცად აქცია და ეხლა კიდე ასე უტიფრად მსოფლიოს ადანაშაულებენ, ვითომ იმათი ბრალია აქ რო ერთი სტადიონი არა აქვთ ბავშვებს, სამარცხვინო ხალხი ტრიალებს ქართულ ფეხბურთში და იმიტომაც არის საქმე კარგად, რასაც ვერ ვიტყვი რაგბისტებზე და სხვაზე....
გია
09 თებერვალი 2018 10:55
7
100 პროცენტით მარტალი ხარ.
givi
09 თებერვალი 2018 11:09
6
ამას სულ გაურეკია. ვინ და რა ომს გვიცხადებს? ვინმეს ეშინია ჩვენი ინფანტილური და შეუმდგარი ფეხბურთელების? თუ გაუნათლებელი და ზერელე მწვრთნელების?
ლევანი
09 თებერვალი 2018 10:32
6
რაღა ეს და რაღა კაკულია.
ანდრი
09 თებერვალი 2018 11:24
5
მასონები, ორკები, სუპერ გმირები, გენდალფები და მარსიანელები. ყველა ჩვენ წინააღმდეგაა. :))))))
Dimeli
09 თებერვალი 2018 10:54
2
ფედერაცია არაა დამნაშავე იძახის კაცი, თქვენი თაობა არ იყო საფეხბურთო სათავეში? ზუსტად მაშინ დაიქცა ქართული ფეხბურთი. ძმაკაცის ახლობლებს რომ ათამაშებდით ნაკრებში იმიტომ რომ ვინმეს ენახა და გაგეყიდათ მერე. შენ არ იყავი ნაკრების მწვრთნელი? მაშინ რატომ არ ლაპარაკობდი უსამართლობაზე? ერთადერთი ვინც ხმა ამოიღო ქეცბაია იყო და ისიც გაუშვეს.
roma
09 თებერვალი 2018 13:13
4
ეჰ ბატონო რეზო,ბრძენს უთქვამს:სიბრძნე ასაკთან ერთად არასოდეს მოდის.ხეპრე როცა ბერდება ბრძენი კი არ ხდება,არამედ მოხუცი ხეპრე."მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება"--აბა ამას ჭკვიანი იტყოდა??? დაგნიშნეს სელექციონერად 80 წლის მოხუცი და გაგაჩუმეს? ადრე რომ აკრიტიკებდი ფედერაციას,ინფრასტრუქტურა მისახედიაო,ბავშვთა ფეხბურთში ფულია ჩასადებიო.ეხლა ესენი შენი დასაქმებით,უკვე ააყვავა ფედერაციამ და სხვა სახელმწიფოებია დამნაშავე????
mamulo
09 თებერვალი 2018 12:26
3
გიზოგ შენ სად მუშაობ ფედერაციაში თუ უბრალოდ სახელმწიფო სამსახურში? ხელფასი არ მიცე ფეხბურთელებს და ბაზა არ აუშენოთო ეუბნებიან მდიდარი ქვეყნები თუ ააშენებთ მაინც დაგინგრევთო? სისულელეს ნუ ლაპარაკობ რომ შენც ძოძუაშვილივით ავად მოსახსენებელი არ გახდე ხალხისგან, ზუსტად შენისთანა ხალხი ანადგურებს ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოსაც. ქართული ფეხბურთის აყვავება თუ გვინდა ნამდვილი პატრიოტები გვჭირდება და არა საბჭოთა მონარჩენები
roma
09 თებერვალი 2018 15:49
3
არ ხართ ბატონო მამულო მართალი. საქართველოში გარედან ბევრ რამის განვითარებას აბრკოლებენ და მათ შორის ფეხბურთსაც.
gizog
09 თებერვალი 2018 13:33
3
ყველა გამოხმაურება
მე სულ სხა მიჩიხას ვიცნობ. თავისი პირდაპირი და რეალური მოსაზრებებით. რეზო, ჩემო კარგო ადამოანო და საყვარელო ვეტერანო ფეხბურთელო, სასაცილოდაც არ გვყოფნის მე და ჩემს მეგობრებს, შენს მიერ ამ ინტერვიუში გამოთქმული "მოსაზრებები". ვინ გვეომება ან რატომ გვეომება, რა ინტერესი შეიძლება იყოს ჩვენს მიმართ... კარგით რა რეზო, კარგით. დაგასაქმეს! ძალიან კარგი, მაგრამ ყველაფერი ხუთიანზე გეჩვენება, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება და გარე მტრები რომ არ გვყავდეს, შედეგები განსაცვიფრებელი იქნებოდა?!! სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს...
gogi vereli
09 თებერვალი 2018 11:18
4
თუ კაცი კარგად ხედავს პრობლემებს, დაასაქმე ის და გამძღარი აუცილებლად დაბრმავდება, შექმნის ლამაზ სიზმარს, იტყვის რომ ყველაფერი კარგადაა და რაც ცუდი გვჭირს გონდურასელი მემანქანეების, სამთავიანი დრაკონების, დათახსირებული გეების, გენმოდიფიცირებული სოიოს და გლობალური დათბობის ბრალია.
კარლ გუსტავ იუნგი
09 თებერვალი 2018 11:34
4
16 ქვეყანა იყო საბჭოეთში?! ისე რეზოს და მისი პლიადის ბრალიცაა ქართული ფეხბურთი რომ ასე მოირღვა საძირკველშივე, როცა დამოუკიდებლები გავხდით, სხვას ვის თუ არა რეზოს და მის თაობის ფეხბურთელებს უნდა ეყოჩაღათ და არ უნდა გაქცეოდათ სადავეები, მერე რა რომ ინფრასტრუქტურა არ იყო, მექრთამეობა, ჩაწყობები და ათასგვარი მამაძაღლობა ძირშივე რომ მოესპოთ, დღეს ავტორიტეტიც გვექნებოდა და დარწმუნებული ვარ ინფრასტრუქტურასაც ვინმე მოგვიწესრიგებდა..
Lagashi
09 თებერვალი 2018 10:50
4
რა სადავეები უნდა დაეჭირათ , მხედრიონი მართავდა ქვეყანაში ყველაფერს და მათ შორის ფეხბურთსაც . რეალური თქვით რა და ობიექტური . ვეფხვაძე და სვანაძე წყვეტდნენ დინამოში ყველაფერს . უნდა გახსოვდეთ მე მგონი ეგეც და ისიც , რომ რეზო მაშინდელი უვარგისი სისტემის კრიტიკის გამო , ლამის მოკვეთეს ფეხბურთიდან . ნაკრები ხომ არ აღირსეს მარტოს გაეწვრთნა . რომელ გუნდშიც მივიდოდა , ჩემპიონი ხდებოდა და იქედანაც აგდებდნენ მეორე წელს . სადაც დაუჯერეს , ლატვიაში , რა დონეზეც აიყვანა ,,სკონტო" და ნაკრები გაიხსენეთ .
GERCHI
09 თებერვალი 2018 12:17
5
როდიდან გვიცხადებენ ომს? რაც შენ დასაქმდი ფედერაციაში?
რავიცი აქამდე ფედერაციას აკრიტიკებდი და ახლა თურმე არაფერ შუაშია.
შენ და შენისთანებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი.ფულის კეთების მეტს რომ არაფერს აკეთებთ
მერო
09 თებერვალი 2018 14:57
4
იყო კარგი ფეხბურთელი აპრიორი არ ნიშნავს იყო კარი მწვრთნელი ან მენეჯერი
თქვენი და თქვენნაირებს დაღუპულია ქართული ფეხბურთი - არაპროფესიონალიზმის ზეიმი
giorgi
09 თებერვალი 2018 11:51
6
ძოძუაშვილია არა პროფესიონალი ფეხბურთში ? რის საფუძველზე ამბობთ მაგას ?
zaza
09 თებერვალი 2018 12:06
8

სიახლეები პოპულარული