რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..
- ფეხბურთი ისეთი სპორტია,
რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?
- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?
- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.
მკითხველის კომენტარები / 70 /
როგორც რეზოს და მის კოლეგებს, ისე მთლიანად ქართულ ფეხბურთს, თემურ ქეცბაიამ დაუსვა ზუსტი პროგნოზი, როცა მკვდრად მოიხსენია. თუმცა მე ბოლომდე ვერ დავეთანხმებოდი თემურს იმაში, რომ ქართული ფეხბურთი ბოლომდე მკვდარია. კი, მკვდარია, მაგრამ ეს კლინიკური სიკვდილია. კლინიკური სიკვდილიდან კი ბევრი გამოსულა და გვქონეს იმედი, რომ ქართული ფეხბურთიც გამოვა.
mamia gogoreliani
09 თებერვალი 2018 16:43
3
თქვენ ალბათ გულისხმობდით დიაგნოზს და არა პროგნოზსს. რაც შეეხება ქეცბაიას ის მართლაც დიდი პატრიოტი პიროვნება და კარგი ფეხბურთის სპეციალისტია. მე მიმაჩნია, რომ დღეს თუ ნაკრებს რაიმე ღირებული გააჩნია, სწორედ ქეცბაიასგან დარჩა(აღარ არის დემორალიზებული და დიდი ანგარიშებით აღარ აგებს და ამავე დროს თავისზე ბევრათ უფრო ძლიერ მეტოქეებთანაც შეუძლია თანაბარი ბრძოლის გამართვა და ხანდახან ფრის მიღწევაც), მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში რაღაც დააკლო და მისი წასვლა აუცილებელი გახდა. ფეხბურთში ბევრი მაგალითია, თუ როგორ ბევრისთვის მიუღწევია გუნდში მეორედ მობრუნებულ მწვრთნელს.
ქართული ფეხბურთის მომავლის იმედი მეც მაქვს, თუმცა არა ერთმანეთის და ვეტერანი ფეხბურთელების რბილად, რომ ვთქვათ აუგათ მოხსენიებით, არამედ ურთიერთთანადგომით.
gizog
09 თებერვალი 2018 17:27
3
აპატიეთ ხალხო. ქუთაისელია, თხუთმეტს კი არა თუთხმეტს იტყოდა და უფრო მაგრად დასცინებდით DDDDDDDDD
ამიტომაც თქვა თექვსმეტი DDDDDDDDD
korben dallas
09 თებერვალი 2018 16:16
2
რა ომს გიცხადებს მსოფლიო?მთელი ევროპა სავსეა აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებით, ისენი არაინ საქართველოზე უკეთესს მდგომარეობაში? მთავარია მონდომება და ვარჯიშის სიყვარული. არც ერთი ჩევნი ფეხბურთელი არ აკმაყოფილებს ევროპულ ფიზიკურ დონეს. ამიტომ არის რომ მიდიან ევროპაში და იმის მაგივრად რომ წინ წაიწიონ, ვერ უძლებენ იქაურ დატვირთებს და მორბიან მერე უკან და ყაზახეთს და აზერბაიჯანის ლიგებში თამაშობენ, სადაც ფულს უხდიან მაგრამ მინიმუ ით გადიან. სწორი მერე ადრე სულ ფედერაციას აკრიტიკებდა და ახალ მონდომებულები ვართ ყველანიო. Fედერაციამ დიდი შეცდომა დაუშვა ცხადაძის თავიდან მოშორებით და ეს ააგი კიდევ წინ დახვდებათ.
niko
09 თებერვალი 2018 16:15
3
რამაზ-ის. რაამაზ, რაღა დროს საბჭოთა კავშირია! 28 წლის ვარ და მას შემდეგ, რაც საუბარი ვისწავლე, თქვენი თაობის ადამიანები სულ საბჭოთა კავშირზე აკეთებთ აპელირებას (ასეთი ცხოვრება იყო, ასეთი "დინამო" გვყავდა და ა.შ). ჯერ ის მაინტერესებს, თუ ასეთი კარგი და მიღებული იყო თქვენთვის იქ ყოფა და ცხოვრება (მათ შორის სპორტის და კონკრეტულად ფეხბურთის კუთხით), რატომ დაშალეთ და რატომ ჩაგვაგდეთ ჩვენ, მომავალი თაობა ასე დღეში? არა რა, რანამ თქვენი თაობა იქნება ამ ქვეყნაზე თავისი დრომოჭმული აზრებით, განვითარების თანამედროვე ტემპები, ყოველთვის შენელებული იქნება. რა უმაღლესი ლიგაო, რა მეორე თუ მე-IX ზონაო. ვის რაში აინტერესებს ეს თქვენი დრომოჭმული აზრები. გზების ძიება საჭრო და არა კომუნისტური ეპოქის გახსენებით ტკბობა.
gaga
09 თებერვალი 2018 16:10
10
ბიძი, არ გინდა ამისთანა აბდლური ლაპარაკი!
aburjga
28 ივლისი 2018 08:44
0
შენ ჯიგარო , ებრაელზე და გოდორზე გსმენია ? 28 წლის კი არა , 8 წლისამ უნდა იცოდეს უკვე უფროსს როგორ ელაპარაკოს . რას ქვია სანამ თქვენი თაობა იქნება , შენ უნდა გკითხოთ როდემდე ვიყოთ ამ ქვეყანაზე თუ სტადიონზე ? შენი თაობის ფეხბურტელებმა და ,,ტრენერებმა" მოგვჭრეს საქვეყნოდ თავი, ფულზე და აიფონზე დახამებულებმა და გავლანძღო ეხლა მთელი თქვენი თაობა , ვიქნები მართალი ? ახალგაზრდა მკვდარი არ გაგიგია შენ ? ვინ დაუშალა თქვენს თაობას ფეხბურთის თამაში ? შეხმიანდით და გამოიყვანეთ ღამის კლუბებიდან მაგ თქვენი თაობის ,,იგროკ-სელფისტები " , აგერ ბურთი და აგერ მოედანი , მიდით გიშლით რაიმეს ვინმე ? თუ გიშლით კიდევ , თავ-პირს რომ ალეწავთ ერთმანეთს ქუთაისის და თბილისის ე.წ. ფანები , ეგ სასირცხვილო საქციელი მოიშორეთ და საქმისკენ მიმართეტ გონება და ფიზიკა . პატივისცემით ახალგაზრდა თაობის მიმართ.
grishka
13 თებერვალი 2018 11:55
0
ყველა გამოხმაურება
ეხ, სიბერის დ...და მ....ნ!!!!!
zaza
09 თებერვალი 2018 15:23
2
როდიდან გვიცხადებენ ომს? რაც შენ დასაქმდი ფედერაციაში?
რავიცი აქამდე ფედერაციას აკრიტიკებდი და ახლა თურმე არაფერ შუაშია.
შენ და შენისთანებმა დაღუპეს ქართული ფეხბურთი.ფულის კეთების მეტს რომ არაფერს აკეთებთ
მერო
09 თებერვალი 2018 14:57
4
დაიწყო ვეტერანების მორიგი ლუსტრაცია, ეს რომ მანდ იმუშავებს ამ ინტერვიუზეც ხომ ეტყობა რაც არის. ამ ვეტერანებმა რაც ფეხბურთელობის დროს ითამაშეს მაღალ დონეზე, მილიონჯერ მეტად დააქციეს ფეხბურთი რაც საფეხბურთო ჩინოვნიკები გახდნენ, მარა რა პასუხს სთხოვს ვინმე?
ნიკო
09 თებერვალი 2018 14:53
3
ქართული ფეხბურთი, ქართული ასტონავტია და ქართულ ქვეყანაზე მზრუნველი მთავრობა. სახარხაროა სატირალი რომ არ იყოს
რა მნიშვნელობა ააქვს
09 თებერვალი 2018 14:51
1
GERCHI მინცდამაინც მხედრიონს დავაბრალოთ ჩვენი ფეხბურთის დაქცევა? მაინც რამდენი ხანი ბოგინობდა მხედრიონი რო?! მთავარი პასუხისმგებლობა ჩემი აზრით სწორედ ვეტერანებს ეკისრებათ, რადგან ისინი იყვნენ ფეხბურთში კომპეტენტური, არ აღმოჩნდა მათგან არცერთი ისეთი ძლიერი და მონდომებული ფიგურა რომ ჩაძირვის პროცესი შეეჩერებინა, მარტო სიმართლის თქმა არ კმარა, მაგათ ეთქმოდათ სიტყვა, მათ ჰქონდათ საფეხბურთო სისტემაში მოღვაწეობის გამოცდილება, გააჩნდათ ავტორიტეტი, მაგრამ დიდად არავის გამოუდვია თავი. მე ვგულისხმობ იმგვარ თავდადებულ და დაუღალავ მოღვაწეობას როგორიც თავის დროზე ქვეყნის მომავლისთვის გაწიეს მაგ. ექვთიმემ, ივანემ და სხვებმა..
Lagashi
09 თებერვალი 2018 14:32
1
ჯერ ერთი , გაიხსენეთ რა ასაკის იყვნენ მაშინ ეგ ხალხი და რა გამოცდილება ქონდათ ფეხბურთის მართვის . მეორეც , მე ფაქტი მოვიყვანე და მხედრიონისათვის არ დამიბრალებია ყველაფერი , დაგიზუსტებთ , ფეხბურტელებს ყოფილს თუ ვეტერანს არ ვაბრალებ ყველაფერს . მესამეც , ვინ ექვთიმეს გინდათ შეადაროთ , ღვთისკაცს ? :) ანდრო თქვით ჟორდანია , კარლო ხურციძე , ნოდარ ( უფროსი) ახალკაცი .. ექვთიმე ??? - ექვთიმეობის მოთხოვნა ჩემი მხრიდან მკრეხელობა მგონია , მე ვერ მოვთხოვ .
gerchi
13 თებერვალი 2018 12:07
0
გავიხსენოთ: საბჭოთა კავშირის დროს უმაღლესი ლიგა (საქართველოს 1-2 გუნდი) პირველი ლიგა (საქართველოს 2 გუნდი) მეორე ლიგის IX ზონა (საქართველოს ექვსი გუნდი) და ქვემოთ კიდე საქართველოს ჩემპიონატი თავისი პირველი-მეორე ლიგით.
ქართული ფეხბურთის მესვეურებმა იმდენი მოახერხეს რომ დღევანდელი ფეხბურთი მაშინდელი საქართველოს პირველობის დონეა.
ფეხბურთი და ფეხბურთელები ამ დამპლებისთვის მხოლოდ სათავისოთ ფულის საშოვარია და ეს ჰგონიათ პროფესიონალიზმი.
რამაზ
09 თებერვალი 2018 13:49
0
მაშინდელი საქართველოს დონის რომ იყოს რა უჭირს.
გოგა
09 თებერვალი 2018 15:49
1

სიახლეები პოპულარული