ქუთაისის "ტორპედო" მოსკოვის "ტორპედოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" ამხანაგურ მატჩში რუსეთის რანგით მესამე დივიზიონის (პროფესიული საფეხბურთო ლიგა, ცენტრალური ზონა) მოსკოვის "ტორპედოსთან" დამარცხდა 0:1. გოლი მოსკოველმა სერგეევმა 86-ე წუთზე გაიტანა.

ტორპედო (ძირითადი შემადგენლობა):
კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, გიგაური, კუხიანიძე, ტუღუში, კუტალია, კაპანაძე, ბოხაშვილი

სათადარიგოები:
ხაინდრავა, ხურცილავა, გრიგალაშვილი, დოლიძე, სარდალიშვილი, წიქარიძე, ფურცხვანიძე, მეგრელაძე

"ტორპედო" ბოლო, მეოთხე ამხანაგურ მატჩს 17 თებერვალს ყაზახური "კაირათის" წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც გუნდი სამშობლოში დაბრუნდება და სუპერთასისთვის (24 თებერვალი) მოემზადება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსეთის მესამე ლიგის გუნდების დონის გუნდი არ გვყავს და რა ევროპალიგა გინდათ ან კიდე ჩემპიონთა ლიგა? კიდევ ერთი გაფარჩაკება გველის ევროსარბიელზე
roma
20:58 13-02-2018
2
ჩემპიონის მარცხი მესამე ლიგის კლუბთან-ამ სათაურით ყველაფერია ნათქვამი.ჩაჩავას კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლა აქვს განზრახული ამ გუნდით.კიდევ 3 წელი უნდა მოვითმინოთ ბატონი ჩაჩავას ზღაპრები გუნდის გაძლიერებაზე მეგობრებო,დასმთავრდება ფეხბურთის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა და ბატონი ზაალიც გაქრება გუნდიდან ,როგორვ ვისოლი გაქრა.არ რცხვენია გუნდის პრეზიდენტს და გულშემატკივრებმა რა უნდა ვქნათ.
mamulo
22:53 13-02-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული