არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩზე მოხდა.
"ჩიხურას" დირექტორისა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში არბიტრების საკითხის განხილვის შემდეგ გადაიზარდა.
"მოგესალმებით. მსურს, გამოვეხმაურო უსიამოვნო ინციდენტს, რომელიც მოხდა ჩემსა და საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორს შორის.
მე, როგორც საჯარო პირს,
აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ხსენებული ვალდებულება აქვს ყველა ოფიციალურ პირს მატჩის მონაწილე თუ მომსახურე პერსონალის მიმართ. დაუშვებელია ნებისმიერი უპატივცემულობა მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირებისადმი, რაც ხშირად ზღვარგადასულ ქმედებაში გამოიხატება.
მოვუწოდებ კლუბების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, პატივი ვცეთ ერთმანეთს და პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს", - წერს ჭუმბურიძე.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" 85-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, ხოლო შემდეგ "ტორპედომ" 2 გოლის გატანა მოახერხა და ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.