კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე საქართველოს სუპერთასის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

არსებული ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსა" და "ჩიხურას" შორის გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩზე მოხდა.

"ჩიხურას" დირექტორისა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში არბიტრების საკითხის განხილვის შემდეგ გადაიზარდა.

"მოგესალმებით. მსურს, გამოვეხმაურო უსიამოვნო ინციდენტს, რომელიც მოხდა ჩემსა და საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორს შორის.

მე, როგორც საჯარო პირს,
მაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც ალბათ, უპირველესი უნდა იყოს ყოველთვის და ყველა ვითარებაში, მაგრამ მეორე მხრივ, დამეთანხმებით, ძნელია თავი შეიკავო, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ (თანაც, დაუმსახურებელს) შენს თანამშრომლებს, მეგობრებს, ბილწსიტყვაობენ. რა თქმა უნდა, ამით არ ვამართლებ ჩემს საქციელს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ვწუხვარ მომხდარ ფაქტზე.

აქვე, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ ხსენებული ვალდებულება აქვს ყველა ოფიციალურ პირს მატჩის მონაწილე თუ მომსახურე პერსონალის მიმართ. დაუშვებელია ნებისმიერი უპატივცემულობა მსაჯებისა და სხვა ოფიციალური პირებისადმი, რაც ხშირად ზღვარგადასულ ქმედებაში გამოიხატება.

მოვუწოდებ კლუბების ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, პატივი ვცეთ ერთმანეთს და პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს", - წერს ჭუმბურიძე.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" 85-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, ხოლო შემდეგ "ტორპედომ" 2 გოლის გატანა მოახერხა და ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნეპოტიზმი სამსაჯო სტრუქტურაში: მამუკა ელიკაშვილი-მასაჯთა განვითარებისა და რეკრუტირების უფროსი მენეჯერი, შვილი გიორგი ელიკაშვილი-ფიფას ასისტენტი;გიორგი კიკაჩეიშვილი-მსაჯთა კომიტეტის წევრი,შვილი გოგა კიკაჩეიშვილი-ეროვნული კატეგორიის არბიტრი;გურამ ჩიგოგიძე-ასევე კომიტეტის წევრი,შვილი დავით ჩიგოგიძე ფიფას ასისტენტი;ავთანდილ შალამბერიძე მენჯერი,შვილი კახა შალამბერიძე ფედერაციის პრეს სამსახურის უფროსი.
პ.ს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ფეხბურთის ფედერაციის საიტზე.
ქუხი
17:24 27-02-2018
3
ვაი თქვენს პატრონს...თქვენ როგორ გიძლებთ ხალხი.......?! კახაია სფფ-ს ვიცე პრეზიდენტი ხარ თუ ძველი ბიჭი?
xai tarakunem respublik
17:43 27-02-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული