ვიტალი დარასელიას თასზე "ესპანიოლი", "ჯენოა", "ვიტესი", "სპარტაკი" და მინსკის "დინამო" მიიღებენ მონაწილეობას

AutoSharing Option
24 - დან 29 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 - წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. შარშან ვიტალი დარასელიას თასის ფინალში კიევის "დინამომ" "აზ ალკმაარი" დაამარცხა.

მოახლოებულ ტურნირზე თბილისის "დინამოსა" და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა ასევე სფფ - ს აკადემია, "ესპანიოლი" (ესპანეთი), "ჯენოა" (იტალია), "ვიტესი" (ჰოლანდია), მოსკოვის "სპარტაკი" (რუსეთი) და მინსკის "დინამო" (ბელარუსი) იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიისა და ბაზის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას "დინამო
არენა" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული