აფხაზი ფეხბურთელები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "დამარცხებას" ცდილობენ

AutoSharing Option
ვებგვერდი ekhokavkaza.com აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით - "აფხაზი ფეხბურთელები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "დამარცხებას" ცდილობენ".

თვითაღიარებულმა აფხაზეთის ნაკრებმა ლონდონში ConIFA-ს (ტურნირი გუნდებისთვის, რომლებიც ფიფას წევრები არ არიან) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უნდა დაიცვას.

ეს ტიტული აფხაზებმა საკუთარ კედლებში 2016 წელს მოიგეს.

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯუმა კვარაცხელია ამასთან დაკავშირებით შემდეგს ამბობს:

"30 მაისს უკვე ლონდონში უნდა ვიყოთ და 12 ივნისამდე იქ უნდა დავრჩეთ. მინიმუმ ორი შეკრება უნდა გავიაროთ, სადაც 2 მატჩის გამართვა გვინდა. წინასწარი შეთანხმებაც
გვაქვს. ნაკრების  მწვრთნელი ბესლან გუბლია ყაბარდო-ბალყარეთში იყო. ალბათ, ნალჩიკის "სპარტაკთან" და "კრასნოდართან" ვითამაშებთ".

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაღწია იმას, რომ უნგრეთის სახელმწიფომ აფხაზ ფეხბურთელებს ვიზაზე უარი უთხრა და მათ ConIFA-ს ვერსიით ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწიათ.

არსებობს თუ არა შესაძლებლობა, მსგავსი ფაქტი ახლაც მოხდეს, კვარაცხელია ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ:

"დავუკავშირდით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. არსებობს ადამიანი, რომელიც სპეციალურად ვიზების გაკეთებით არის დაკავებული. ვიზებს როსტოვში გავაკეთებთ და იქ დაახლოებით 35 ადამიანი უნდა წავიყვანოთ. თავად ConIFA კარგად გვექცევა. ძალიან უნდათ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ გარეშე უინტერესოა".

გამოცემა კი წერს, რომ თუ თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ნაკრები, რომელიც მოქმედი ჩემპიონია, ტურნირზე ვერ მოხვდება, ეს სკანდალი იქნება და თან იმაზე დიდი, როცა აფხაზები უნგრეთის ტურნირზე არ დაუშვეს.

ცნობისთვის კი გეტყვით, რომ ლონდონში ConIFA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე აფხაზეთი ჯგუფში ჩრდილოეთ კვიპროსთან, ტიბეტსა და ფელვიდიკთან (სლოვაკეთში მცხოვრები უნგრელები) არის.

სტატიაში ასევე ახსნილია, თუ რატომ გადაწყდა ტურნირის ჩატარება ლონდონში და არა რომელიმე არაღირებულ რესპუბლიკაში. ConIFA-ს განმარტებით, ლონდონის ერთ-ერთი ბუკმეკერული კომპანია ტურნირის სპონსორია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფედერაცია რას აკეთებს??? / ისე ის კვარაცხელია მაინც არ იყოს, რა უბედურება ეს ქართული გვარებით მაინც არ იყვნენ
Vasili
15:02 06-03-2018
1
საგარეო საქმეთა სამინისტროს საღათას ძილით ძინავს.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული