მერაბ ჟორდანია: მე მებრძოდნენ და ქართული ფეხბურთი დაამარცხეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა "სპორტ-ექსპრესს" და აღნიშნა, როდესაც "ვიტესს" ედგა სათავაში, ლეონიდ სლუცკის მწვრთნელად დანიშვნა მაშინ უნდოდა, მაგრამ ცსკა-ს პრეზიდენტმა ევგენი გინერმა, რომელიც მისი დიდი მეგობარია, დაასწრო და გუნდი ჩააბარა.

ჟურნალისტმა ფილიპ პანენკოვმა აგრეთვე არნემული კლუბის დატოვებასა და ქართულ ფეხბურთზე კითხა.

- რატომ გადაწყვიტეთ 2013 წელს "ვიტესთან" განშორება და ჩიგრინსკისთვის მიყიდვა?


- უბრალოდ, სხვა საქმეები გამომიჩნდა. საფეხბურთო ადამიანი ვარ და თუ საფეხბურთო პროექტს ხელი მოვკიდე, 24 საათი ვმუშაობ. თუმცა, ეს იმ მომენტში შეუძლებელი იყო.
ვაგრძელებ კლუბზე დაკვირვებას და საქმის კურსში ვარ, რაც იქ ხდება.

- ახლა ფეხბურთთან საერთოდ არ ხართ დაკავშირებული? წავიკითხე, მალტის "ლა ვალეტასთან" გქონდათ კავშირი.


- მალტაზე მეგობარს ვეხმარებოდი. ბიზნესი ჰქონდა და დამიძახა როგორც საფეხბურთო ადამიანს. მაშინ გუნდმა წარმატებას მიაღწია, ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. საერთოდ კი მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ და მართალია ყოველდღიურად არა, მაგრამ ვრჩები საფეხბურთო სამყაროში.

- სად? საქართველოში?


- ყველგან. საქართველოში ნაკლებად. ქართულ ფეხბურთს ნუ გამახსენებთ. ამ თემას კომენტარის გარეშე დავტოვებ. ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რაც იქ ხდებოდა და ხდება. ქვეყანა ისეთი მდიდარია ტალანტებით და ყველაფერი დაანგრიეს... თავის დროზე ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, შემდეგ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა დამეტოვებინა პოსტი. დამაპატიმრეს კიდეც! მე მებრძოდნენ და ქართული ფეხბურთი დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კი ერთი შენ გებრძოდნენ მეორე შევარდნაძეს.
Zviadi
03:09 14-03-2018
3
საქართველოში შენისთანა უსინდისოების , გათახსირებულების, მოღალატეებისა და გამყიდველობაა გამეფებული. შენ არარაობავ რამდენი მილიონები მოპარე სახელმწიფოს და როდეს გაანვითარე ფეხბურთი ერთი მაინტერესებდს, თუმცა საქართველო მატყუერებითა და ცილისწამებით, მკლელობებითადა ქართველობის გაჭყვეტით შეიზლება არსებობა ეს უკვე კანონია ქართველების მიერ დაჭერილი
gaga
10:41 14-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული