თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 14 მარტს თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიას ესტუმრა და მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

აკადემიაში, სადაც ბავშვების არაერთი თაობა გაიზარდა, ფეხბურთის ფედერაციის სრული დაფინანსებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად დაწყებულია მიწის სამუშაოები, რომლის შედეგად აკადემიას ახალი, სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი ექნება.

ლევან კობიაშვილმა დღესვე ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა: "ჩვენ ვთქვით, რომ 2018 წელი იქნებოდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის წელი და არა მხოლოდ პროფესიონალური, არამედ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებითაც.

ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ბავშვთა ფეხბურთია და ჩვენ უკვე დავიწყეთ მიზნობრივი
პროგრამა და ეს პროექტიც ამ პროგრამის ნაწილია. ჩვენ განსაკუთრებულად დავუჭერთ მხარს ბავშვთა ფეხბურთს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ფეხბურთის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია".

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიმდინარე სამუშაოები დადებითად შეაფასა თენგიზ სულაქველიძემ. "ამ აკადემიაში უამრავი თაობა გაიზარდა და ჩვენ სულ ვამბობდით, რომ პრობლემა იყო აქ ხელოვნურსაფარიანი მოედნის არარსებობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და მოხარული ვარ, რომ ფედერაციის სრული დაფინანსებით, მალე ჩვენს აკადემიას ახალი მოედანი ექნება". - აღნიშნა მან.


მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარია, უკვე მერამდენე მოედანი კეთდება. ყოჩაღ ფედერაცია, ყოჩაღ ლევან, აიღე და კიდეც ასრულებ ვალდებულებას.
dave
16:48 15-03-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული