მისი თქმით, ფეხბურთელები თბილისიდან ფოთში დაქირავებული მანქანით ბრუნდებოდნენ, რათა ვარჯიშში მიეღოთ მონაწილეობა. მისი ინფორმაციით, გორთან ”მერსედესის” მარკის ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.
”შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ფეხბურთელები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორ ვიცი ისინი მძიმედ არ არიან დაშავებულები. ავარიის სხვა დეტალები არ ვიცი“, - აღნიშნა გია ეჯიბიამ.
interpressnews.ge