თბილისში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში ფუტსალის ეროვნულ გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
ავთანდილ ასათიანის ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 და 5 აპრილს ინგლისს შეხვდება. ორივე ამხანაგურ მატჩზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა,რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)
წინა ხაზი: კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი), ლევან კობაიძე (აგორა, თბილისი), მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა, მალტა), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა),
საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებთა ორივე ამხანაგური შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით